ბექას ბლოგი

10 რამ რაც ბიჭებს აღიზიანებს გოგოებში

მოგესალმებით ყველას! მიუხედავად იმისა რომ ზაფხული სადღაც გადაიკარგა, მაინც ისეთი ამინდებია რომ არავის არ გვინდა დასვენებაზე უარი ვთქვათ… მოსაბეზრებელია კვლავ სკოლაში, უნივერსიტეტში ან სამსახურში დაბრუნება! ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბლოგებით დასვენების თემა გავწელო და მაქსიმალურად ლაითი და საზაფხულო თემები შემოგთავაზოთ! (რას ვწუწუნებ ჩემი ბლოგია და აქ მაინც არ მიშლის არავინ! იმას ვწერ რაც მინდა! ამ უკანასკნელისთვის განსაკუთრებული მადლობა ჯეოდაიჯესტს და მის რედაქტორს რუსა ლიზა გვაზავას <3 )

ესეიგი ზაფხულის ამინდები რომაა ავღნიშნე უკვე, ზაფხულში კი რა ხდება ხოლმე? დიახ საზაფხულო რომანები! ერთი ზაფხულით შეყვარებები, თავდავიწყებები და ნუ რაღაც გრძნობების მორევში პირდაპირ თავით გადაშებები 😀 ხოდა სწორედ ამიტომ მინდა დავწერო 10 რამ რაც ბიჭებს არ მოგვწონს გოგოებში…

  1. მიუწვდომლობა

გოგოებო თუ ვიღაცამ გითხრათ რომ ბიჭებს მიუწვდომელი გოგოები მოგვწონს რომლებიც აშკარად გვიმტკიცებენ იმას რომ ჩვენზე გაცილებით კარგები, დახვეწილები, მოდას აყოლილები, ჭკვიანები და ზოგადად სხვა პლანეტიდან მოვლენილი არსებები არიან… ძალიან ცდებით :/ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ რომელ ადამიანს მოუნდება თქვენთან ურთიერთობა თუ ის კიბის ბოლოშია და თქვენ ცათამბრჯენის სიმაღლიდან დაჰყურებთ!

2. ძააან სერიოზულობა…

თუ ბიჭი მოგწონთ ეცადეთ “დაუმუღამოთ” როგორი ხუმრობა მოსწონს მას… ეცადეთ რომ იყოთ მარტივები… დაანახეთ რომ არ ხართ ძააან სერიოზულები, აჩვენეთ რომ თქვენთან ერთად გართობა და კარგი დროის ტარება შესაძლებელია…

3. “სწენკის” მოყვარული გოგოები

კიდევ კაი ამ ბოლო დროს ეს პრობლემა აქტუალური აღარაა! დაინახავდი კარგ გოგოს გაუღიმებდი შეიძლება უბრალოდ სამეგობროდ მოგეწონა და სხვა არაფერი ხომ? და ამ დროს იმ გოგოს თავშ იცით რა ხდებოდა? ხელზე იყურებოდა აინტერესებდა მომავალი ნიშნობის ბეჭედი როგორი იყო :დდდ ანუ შეიძლება ვინმე შემეკამათოთ მაგრამ ასე იყო და რა ვქნა :/ სხვათაშორის ახლაც ხდება ასე იშვიათად მაგრამ მაინც ხდება :/

4. დალევის მოყვარული გოგოები

დალევა და დროსტარება კარგია! იმას კიარ ვამბობ რომ გოგონამ არ უნდა დალიოს და არ უნდა გაერთოს! მაგრამ მოდით ბიჭს რომელიც მოგწონთ სმაში ნუ შეეჯიბრებით, მაგრამ მაინც თუ ასე მოხდა და მაინც შეეჯიბრეთ, ძალიან გთხოვთ წააგეთ მაინც :/ ბიჭებს არ გვიზიდავს გოგოები რომლებიც აშკარად “გვიხაზავენ” იმ საქმეში რაშიც წესით და რიგით ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები :დდდ

5. ფსიქოპათი და ეჭვიანი ძუკნები

შეეცადეთ იყოთ მარტივები… ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა ღამის 5 საათზე დამირეკა და მკითხა სად ვიყავი… დედამომიკვდეს ისეთი დაბნეული ვიყავი რა უნდა მეპასუხა ვერც კი მოვიფიქრე :/ უბრალოდ ტელეფონი გავთიშე გადავბრუნდი და ძლი გავაგრძელე… იმ ღამეს გავატანე იმ გოგოს სახელიც, გვარიც, მისამართიც, ტელეფონის ნომერიც და საერთოდ ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა… თუ ბიჭი ეჭვიანობის მიზეზს არ გაძლევთ და თქვენ მაინც ეჭვიანობთ, ჩხრიკავთ მის სოციალურ ქსელს და ამოწმებთ ყველა მეგობარ გოგოს… პერიოდულად ეკითხებით, ვინაა, საიდან გაიცნო, რამდენი ხანია იცნობს, რომელი ძაკაცის დააა, და ასე შემდეგ! ჩემი მეგობრის ნომერს მოგცემთ! ძალიან მაგარი ფსიქოლოგია! იმან თუ ვერ გიშველათ არ ინერვიულოთ მას ბევრი ფსიქიატრი მეგობარი ჰყავს და უპრობლემოდ გაგიწევთ რეკომენდაციას!

6. ჩხუბისთავი გოგონები

ახლო წარსულში უამრავი ვიდეო ვრცელდებოდა სოც ქსელებში როდესაც გოგოები ერთმანეთს საქმეს ურჩევდნენ, სცემდნენ აგინებდნენ და სახით ითრევდნენ… ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბიჭის გამო ხდებოდა… ამმმმ ისაააა და ასეთი გოგონების აზრით, ვინმეს ისეთი ცოლი, შეყვარებული, ან თუნდაც მეგობარი გოგო მოუნდება ვისაც თავისუფლად შეეძლება ყბა მოგვტეხოს? პასუხს მაინც დავწერ: არა!

7. ძაააან სვეცკი და იმენა რაღაცნაირი სასტავეეეებ-ი

ანუუ, აი ამათ ვაბშე ვერ ვხვდები რა უნდათ! ტიპები ისეთი გასულები არიან რომ შეიძლება სულ ჩვეულებრივი ფრაზა გითხრან და ჰგონიათ რომ გაგეფლირტავნენ… საპასუხოდ რომ ვერ იღებენ ფლირტს მერე ძაააან “ფსკერი” გამოდიხარ… ეჰ გოგოებო მერამდეჯერ ვიმეორებ ამ ბლოგში! სიმარტივე! და უბრალოება! ეს ნებისმიერი კაცის გულს მოგაგებინებთ <3

8. ძაან მამას გოგოები…

როგორც წესი ასეთი ტიპის გოგონები თავის ბიჭებს მამებს რაღაც 5 თავიან (თავების რაოდენობა ინდივიდუალურია) გველეშაპებად წარმოუდგენენ ხოლმე… თუ მართლა ასე ხდება და მამათქვენი გალიაში გამოსაკეტი მხეცია… შეეცადეთ თქვენ ბიჭს ამის შესახებ არაფერი აგრძნობინოთ! თუ მან კაფეში დაგპატიჟათ არაა აუცილებელი სანამ კაფემდე მიხვალთ მამამ რომ გაიგოს შენც მოგკლავს და მეცო გაიძახოდეთ… რამე სხვა თემა შეარჩიეთ რომ დრო ერთად სასიამოვნოთ გაატაროთ -_-

9. ბილწსიტყვაობა

სიმართლე გითხრათ არსებობენ ბიჭების კატეგორია რომელსაც მოსწონთ გოგო რომ ბილწსიტყვაობს მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა, 100% ალბათ 1%-დან 3%-მდე… ისიც პირველივე შეხვედრისას არ ეტყობათ ხოლმე არაფერი… ასე რომ რომ გაიცნობთ ბიჭს “როგორ ხარ შეჩემანალაო” არ უთხრათ ტეხავს :/

10. დაკავებული და დაქალს აყოლილი გოგოები

თუ ურთიერთობის დაწყება გინდათ… მაშინ უნდა იცოდეთ რომ ამ ურთიერთობას დრო სჭირდება… თუ თქვენ სამუშაოს, დაქალს, დედას, მამას, ოჯახს, ძმას, მეზობელს, ბიძაშვილის შვილს, ნათლულს, დაქალის ბავშვს და ასე შემდეგ უფრო მეტ დროს უთმობთ ვიდრე თქვენ ბიჭს… ჰმმმ… მაშინ ვერაფრით გაგახარებთ! განიხილეთ მისი აზრი… არ აჰყვეთ სხვის რჩევებს… დაიმახსოვრეთ წყვილი შედგება 2 ადამიანისგან და არა 3,4,5,6,7,8,9… და ასე შემდეგ…

სულ ეს იყო… დედა აზრი და მორალი… იყავი ის რაც ხარ! შეეცადო იყო მარტივი, არ გაართულო ძაან მარტივი მოვლენები და შეეცადე რომ დრო სასაიამოვნოდ გაატარო! დანარჩენი დროის ამბავია და ყველაფერი თავისით გამოვა <3

იმედია მოგეწონათ ჩემი ბლოგი <3 მალე დავბრუნდები და უფრო მეტ სახალისო ბლოგს შემოგთავაზებთ <3


თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close