News დაიჯესტი

თამთა მეგრელიშვილი: მიუხედავად იმისა რომ ვარ იურისტი, სახლში მივარდებიან და მიკითხავენ მორალს

ცოტახნის წინ თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მიუხედავად იმისა რომ ვარ იურისტი!
მიუხედავად იმისა რომ ამ მიმართულებით მიწევს მუშაობა!
მიუხედავად იმისა რომ სატელევიზიო სივრციდან სახლში მივარდებიან და მიკითხავენ მორალს! მიუხედავად იმისა რომ არ უნდათ ვიყო (ვიყოთ)ის რაც ვართ,მე უარს ვამბობ ჩემმა და თქვენმა შვილებმა არ იცოდნენ ოჯახის ფასი,უარს ვამბობ საკუთარი დედ-მამის სიყვარულისა და ადამიანობის მაგალითზე არ ისწავლონ
ცხოვრება…
უარს ვამბობ სკოლამდელი განათლების გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტის დამკვიდრებაზე თუ ის ასწავლის რომ ბაღებში ბიჭების და გოგონების გენდერული ნიშნით გამორჩევა არასწორია და აღმზრდელებმა ყველა ტიპის საქმიანობაში ბავშვების თანასწორად ჩართულობა უნდა უზრუნველყონ ანუ მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბიჭები ტრადიციულად ბიჭებისთვის საინტერესო საქმიანობებით და გართობებით არ იყვნენ უპირატესად დაკავებულნი, ხოლო გოგოები ტრადიციულად გოგოებისთვის საინტერესო საქმიანობებით და ისინი თანაბრად დაკავდნენ ყველა ტიპის გართობით და საქმიანობით.
ამ მოცემულობით ბავშვს ბაღის ასაკიდანვე ვუმახინჯებთ აზროვნებას!
ის ჩათვლის რომ გენდერი არჩევითი მოცემულობაა!ის ჩათვლის რომ გენდერულ იდენტობას ბიოლოგიური სქესი კი არა, ადამიანის არჩევანი და თვითგანცდა განსაზღვრავს და მას შეეძლება თავად აირჩიოს რომელ გენდერთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას!
მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!
პატივს ვცემ ყველა ადამიანის არჩევანს მაგრამ “თადაცვა” მათი მხრიდან “თავდასხმით”ხასიათს იძენს და ეს ჩემთვის მიუღებელია!
თქვენ თქვენი არჩევანი გაქვთ თქვენი მორალური ღირებულებები გაგაჩნიათ,მე როგორც რიგით მოქალაქეს არ მინდა თქვენ იყოთ ძალადობისა და სხვაგვარი შევიწროების მსხვერპლნი,როგორც იურისტი ვალდებული ვარ
დავდგე ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე მაგრამ მე ვერ შევეგუები “თავდაცვით” თავდასხმას!!!
მაპატიეთ…

თამთა მეგრელიშვილი იხ.ვრცლად

მოამზადა თიკო შუშანაშვილმა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close