ALL დაიჯესტი

ინციდენტი აბაშაში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

აბაშაში  ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარათით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით,  ინციდენტი აბაშის ცენტრში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მას  რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიენებული.

იგი ამდროისთვის  ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილია.

შსსმ მომხდარ ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებული უკვე დაკავებულია.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close