ALL დაიჯესტი

ადვოკატი პაატა შავაძე,შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდეს

ადვოკატი   პაატა შავაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში.. (ანა დოლიძის ადგილმონაცვლედ) როგორი იქნება საზოგადოებრივი აზრი ჩემს სურვილთან მიმართებით?”.

გთავაზობთ ადვოკატ პაატა შავაძის ბიოგრაფიას.

დაიბადა 1971 წლის 21 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში, ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის-ალექსანდრე შავაძის ოჯახში; პროფესიით იურისტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლის ექსპერტი; პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის იურიდიული აკადემიის გენერალური დირექტორი; სპს “პაატა შავაძე და პარტნიორები”-ის იურიდიული კომპანიის გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან ეწევა საადვოკატო მომსახურებას, არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, გავლილი აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხრით; 1988–1989წწ. იყო ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მე–2 თერაპიული განყოფილების სანიტარი; 1991–1992წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული საწარმოო გაერთიანება “ჯორჯიას” გენერალური დირექტორი; 1992–1994წწ. ბათუმის ბაგრატ კურაპალატის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის პრორექტორი; 1995–2003წწ. რექტორი, ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგე, კონსტიტუციური სამართლისა და სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრის გამგე და დოცენტი; 1996–1998წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი და სამართლებრივი კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი; 2002–2004წწ. შპს “აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის იურიდიული აკადემიის” ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის გამგე და დოცენტი; 2003–2005წწ. რექტორი; 2005 წლიდან არის გენერალური დირექტორი; 2005–2006წწ. ამავე აკადემიის იურიდიული მომსახურების ცენტრის – “იურვერსის” სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი და ადვოკატი; 2005–2006წწ. შპს “იუპიტერისა” და შპს “ევრომშენის” იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან არის დამოუკიდებელი გაზეთის “აჭარა PS”- იურიდიული სამსახურის უფროსი, 2019 წლიდან კი გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2006 წლიდან საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გენერალური ანტიკორუფციონერი; 2008 წლიდან შპს “ბათფარმას” გენერალური დირექტორის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლიდან შპს “პრიმულას”, შპს “კარეგოს”, შპს ქინგ დევიდ გროუპის” იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელი; 2019 წელს ბორდის მიერ მიენიჭა “პერსონა-2019”-ის საპატიო ტიტული სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის. 2020 წლიდან ამავე ბორდის წევრია; პაატა შავაძე საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა უმაღლესი სარეიტინგო საბჭოს მიერ 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ზედიზედ დასახელდა ქვეყნის საუკეთესო ადვოკატთა რიგებში; 2019 წელს მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე-(შერჩევის 50 კაციანი სიით) პაატა შავაძის კანდიდატურა ზედიზედ სამჯერ განიხილებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად; პაატა შავაძის კანდიდატურა დასახელებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისა და ბათუმის მერის თანამდებობებზე ასარჩევად; პაატა შავაძემ, 1997 წელს,25 წლისამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად-თემა – “საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის კოდიფიკაციის პრობლემები”-(სამეცნიერო ხელმძღვანელი -პროფ .ვალერიან ლორია) ქართული იურიდიული მეცნიერების კორიფეთა შეფასებით, წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი არის პირველი ცდა ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში- ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში კანონმდებლობის კოდიფიკაციის საკითხებზე მეცნიერული კვლევა-ძიების განსახორციელებლად-სადისერტაციო საბჭოს წინაშე, წარდგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დისერტანტისეული ვარიანტიi)პროფ აპ.ფალიაშვილი, პროფ.შ.ფაფიაშვილი, პროფ.რევაზ ჭოღოშვილი,; პროფ.ალ.აბესაძე) პაატა შავაძეს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის: 2002 – ბათუმის სამართლის ინსტიტუტის დამსახურებული მუშაკი 1997 – ბათუმის სამართლის ინსტიტუტის საპატიო სიგელი 1997 – ბათუმის სამართლის ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდო, სამართლის ქალღმერთის “თემიდას” მედლით 1996 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განათლების აღორძინების ფონდის საპატიო სიგელი; პაატა შავაძის ბიოგრაფია შეტანილია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიულ ლექსიკონში; “სამართლებრივ საერთაშორისო პორტალზე-მსოფლიოს ცნობილი მეცნიერ-იურისტები” და ქართულ ბიოგრაფიულ ცნობარში, -“ვინ ვინ არის საქართველოში”- who is who in Georgia-2009 წ. ბიოგრაფიულ ცნობარში-“საქართველოს ოქროს სახელები” პაატა შავაძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის იურისტთა თაობების აღმზრდელი, 30 ზე მეტი იურიდიული სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, სამეცნიერო სტატიის ავტორი, თანაავტორი თუ შემდგენელი-მათგან მნიშვნელოვანია: შესავალი იურიდიულ სპეციალობაში : ლექციათა კურსი იურიდ. ფაკ. პირველი კურსის სტუდ. (ავტორი). – ბათუმი, იურიდიული ლიტერატურა, 2001. – 96გვ.. – ISBN: 99928-49-06-1 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრობლემები : სპეც-კურსი (ავტორი). – ბათუმი, იურიდ. ლიტ., 1999. – 67გვ.. – ISBN: 99928-49-02-9 საქმისწარმოების საფუძვლები : ლექციათა კურსი (ავტორი). – ბათუმი, სტ. N1. – 132გვ. პაატა შავაძე არის საქართველოს კარატე დო შიტორიუ სიეშინკაის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი და ყავისფერი ქამრის-პირველი კიუს მფლობელი; დასახელებული იქნა ბათუმის საპატიო მოქალაქედ; პაატა შავაძეს გავლილი აქვს და არის მონაწილე, სამართლებრივი საკითხებზე გამართული არაერთი ტრენინგის, სემინარისა თუ საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციებისა; პაატა შავაძის ადვოკატობით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, გამოტანილია არაერთი გამამართლებელი განაჩენი-ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობათა საქმეებზე, აღდგენილი იქნა არაერთი დარღვეული უფლება და კანონიერი ინტერესი სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე) პაატა შავაძე გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარე; ამჟამად კი სისხლის სამართლის აჭარის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელია; პაატა შავაძის მიმართ, საადვოკატო მოღვაწეობის 15 წლის მანძილზე არასდროს გატარებულა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დისციპლინური ზემოქმედების რაიმე ზომა. პაატა შავაძეს ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close