News დაიჯესტი

საზარელი მკვლელობა თბილისში – ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ელის

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით,  ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე, ოჯახის ახლობელს – 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ც.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close