ALL დაიჯესტი

კომპანია “მაქსიმმა” 70 წელს გადაცილებულ ქალბატონს ტაქსის მომსახურებაზე უარი განუცხადა

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი პაატა შავაძე ავრცელებს:

“ამ დილით დედას ტაქსის გამოძახება დასჭირდა და ტაქსის კომპანია “მაქსიმს” დაუკავშირდა , რომლის ოპერატორმაც ასაკი ჰკითხა და როცა შეიტყო რომ 70-ს გადაცილებული იყო, ავტომანქანის გამოგზავნაზე უარი განუცხადა.. დედა ზოგადად ავტოტრანსპორტის დეფიციტს არასდროს განიცდის,მე ვემსახურები ხოლმე, თუმცა ამ დილით,მოხდა ისე, რომ დაკავებული დავრჩი საქმეებით .. როდესაც სახლში მოვედი, დედა ძალიან დათრგუნული დამხვდა, მისი აცრემლებული თვალები არასდროს ამოვა ჩემი ცნობიერებიდან.. შვილო, ერთი რამ მინდა გკითხო.. 70 წელს რომ გადავცილდი, ადამიანი აღარ ვარ? ცრემლორეულმა წაილუღლუღა და გულდაწყვეტილმა ხელი ჩაიქნია..
მე ვეკითხები მას, ვინც ამ შეკითხვის ადრესატია.. 70 წლის შემდეგ ნარაიამის მთისკენ ავიკრათ გუდანაბადი და სიკვდილს იქ ველოდოთ? სამარცხვინო ხალხი ხართ! მშობლები არა გყავთ? ან არ უნდა დაბერდეთ არასდროს? რატომ ვკლავთ მორალურად ამაგდარ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს და მომავლის გზა დაგვისახეს?? ვინ გამცემს პასუხს ამაზე?”,-წერს შავაძე

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close