News დაიჯესტი

გერმანიის ფედერალური მინისტრი გერდ მიულერი საქართველო-გერმანიის 25 წლის თანამშრომლობის შეფასებას აკეთებს

განვითარების სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე 15 მაისს თბილისში ფედერალურმა მინისტრმა საქართველოსვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წინსვლას ეკონომიკური და დემოკრატიული აღმშენებლობის საკითხებში. საქართველო, რომელსაც ასოცირებისადა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ორიენტაცია აქვს აღებული ევროკავშირზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების გატარების ჩემპიონად ითვლება. ამღონისძიებამდე გერდ მიულერი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მასთან განვითარების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრმახაზი გაუსვა დემოკრატიული სტრუქტურების აღმშენებლობის, უსაფრთხო და განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კომუნალური სერვისებისგაუმჯობესების, ეკონომიკური ზრდისა და მზარდი ტურიზმის მხრივ ქვეყნის მიერ მიღწეულ დიდ წარმატებებს და შეაქო საქართველოს რეფორმებზე ორიენტაცია, რამაც ასახვა ჰპოვა კიდეც2017 წლის მარტში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაში.

საქართველოს განათლების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრისას გერდ მიულერმა მიიღო ინფორმაცია პროფესიული განათლების სფეროში რეფორმების განხორციელებისპროცესებზე. ამ სფეროში რეფორმების გატარება ახლანდელი მთავრობის ოთხ პრიორიტეტულ საკითხთა შორის არის დასახელებული. გერმანია ეკონომიკური თანამშრომლობისა დაგანვითარების სამინისტროს სახსრებიდან მხარს უჭერს საქართველოს, რათა აქამდე არსებული არაეფექტური პროფესიული განათლება ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და უფრო მეტად იყოსორიენტირებული სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე. ამ საკითხში საქართველოს გერმანული დუალური პროფესიული განათლების სისტემის მაგალითის გამოყენება სურს. „მოხარული ვარ, რომეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მხარდაჭერამ აქაც უკვე შედეგები მოგვცა და ჩვენ გასული წლის ბოლოს ერთად  ჩაუყარეთ საფუძველი მეღვინის დუალურგანათლებას. სამშენებლო და ტურისტულ სფეროებში სხვა მსგავსი მაგალითები მომავალში გვექნება“, განაცხადა ბატონმა მიულერმა.

თავისი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ესტუმრა პროფესიულ კოლეჯ „სპექტს“ თბილისში, რომელთანაც გერმანული მხარე გერმანულ ფირმებთან ერთად უკვე რამდენიმე წელიათანამშრომლობს. კოლეჯში მინისტრმა ოფიციალურად გახსნა პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ახალი ფაზა, რომელსაც გერმანიისსაერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ახორციელებს. ამისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომომავალი სამი წლის განმავლობაში გამოყოფს 8,6 მილიონ ევროს. 1992 წლიდან გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხოლოდ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისფედერალური სამინისტროს მეშვეობით 820 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსთვის, 2010 წლიდან კი ქვეყანა სამხრეთ კავკასიისთვის ტექნიკური თანამშრომლობის რეგიონალურიპროგრამების ფარგლებშიც იღებს სარგებელს (273 მილიონი ევრო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის).

უკვე 25 წელია, რაც გერმანია და საქართველო განვითარების სფეროში თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საქართველო-გერმანიის წლის პროგრამის ფარგლებშიც მნიშვნელოვან ადგილსიკავებს. 2017 საიუბილეო წელს უამრავი ღონისძიებით აღინიშნება არა მარტო პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე, არამედ საქართველოს მიერ 1992 წელსდამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაც. 17 ივნისს აღმაშენებლის გამზირის განახლებულ საფეხმავლონაწილში გაიმართება „განვითარების სფეროში თანამშრომლობის დღე“, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება განვითარების სფეროში მომუშავე გერმანული ორგანიზაციებისსაქმიანობის შესახებ. გარდა ამისა ღონისძიებაზე გელით მრავალფეროვანი პროგრამა თამაშებით, წარმოდგენებითა და მუსიკით.

აგვისტოს ბოლოს ბერლინში დაგეგმილია სამთავრობო კონსულტაციები განვითარების სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close