POSTS დაიჯესტი

ქეთი ხაჩიძე: პოლიციის ოფიცერმა უსახლკარო ნარკოდამოკიდებული დედის ბავშვი იშვილა !

“ყველაზე მძიმე წუთებშიც კი  შეიძლება  სიყვარული და იმედი გაჩნდეს “, -ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ორბელიანი საქართველოს” დირექტორი, ქეთი ხაჩიძე, სოციალურ ქსელში  “სიენენის”  რეპორტაჟს /ვიდეო /აზიარებს  და ამბობს კარგი იქნება, თუ ქართულ მედიაშიც და საზოგადოებაშიც ექნება მსგავს შემთხვევებს ადგილი.

ნიუ-მეხიკოს (ამერიკის შეერთებული შტატების შტატის) ერთ-ერთი ქალაქის ალბურქუერქუს პოლიციის ოფიცერმა  რაიან ჰოლეცმა  მორიგი პატრულირებისას მაღაზიის კედელთან ახლოს ბალახზე მსხდომი წყვილი შენიშნა,  რომლებიც ჰეროინს ინტრავენურად დღის სინათლეზე საჯაროდ  მოიხმარდნენ. 

რაინი როგორც კი შემოტრიალდა და მკერდზე მიმაგრებული კამერა მოიმარჯვა, რათა ეს ყოველივე გადაეღო,  ის ნამდვილად მოუმზადებელი აღმოჩნდა, იმ სცენისთვის, რომლის მომსწრეც გახდა. აღმოჩნდა, რომ ქალი რომელიც ჰეროინს მოიხმარდა ფეხმძიმედ იყო.

” ეს ის არ არის რასაც ყოველდღე შეიძლება გადაეყარო, ამან მართლაც მომგვარა სევდა და დარდი”,-განუცხადა მან მოგვიანებით “სიენენს”.

ქალბატონი დაახლოებით 8-თვის ფეხმძიმე და ასევე ნარკოდამოკიდებული გახლდათ.

როდესაც, მას პოლიიცის ოფიცერმა კითხა თუ რატომ ცხოვრობდა ის ასეთი ცხოვრების წესით, რაც ბავშვს ასე ძალიან აზიანებდა ქალმა უპასუხა , რომ  მას კარგად აქვს გააზრებული მისი  მდგომარეობა და ამიტომაც ლოცულობს, რომ ვინმემ იშვილოს მისი შვილი.

პოლიციის ოფიცერს ნაცვლად იმისა, რომ კანონის თანახმად ემოქმედა,  ჰუმანურობა გამოიჩინა და მასში პროფესიულის გარდა იმ  წუთას ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ ბავშვი ეშვილა.  ოფიცერს სახლში ცოლი და 4 შვილი ელოდა და ამასთანავე მიუხედავად მისი სურვილისა, რომ ბავშვი ეშვილა უცნობი გახლდათ მისი მეუღლის მოსაზრებებიც, რაზეც მოგვიანებით ქალბატონმა რაინმა განმარტა; რომ შეუძლებელია მათ შეძლონ იშვილონ ყველა ბავშვი ვისაც დახმარება სჭირდება , თუმცა მათი აზრით ეს შემთხვევა გახლდათ უფლის ნება და გზავნილი.

მოამზადა

რუსა გვაზავა

იხ. სრულად 

 

 

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close