News დაიჯესტი

თბილისობა ნიუ – იორკში

ნიუ – იორკშიც აღნიშნეს თბილისობა , უამრავი ქართველი შეიკრიბა , ტრადიციულად გამოფენა – გაყიდვა , ქართული ტრადიციების ხაზგასმა და ზეიმი რომელიც თან ახლავს ამ დღესასწაულს საკმაოდ ლამაზად ჩატარდა , ქართული ტრადიციების ხაზგასმით და მრავალხმოვანებით .

ნიუ – ორკში ჩატარებული თბილისობის ორგანიზატორები იყვნენ : ანსამბლ “ფესვების” დამფუძნებლები ვანო გოდერძიშვილი  და შორენა ბარბაქაძე. 

აღსანიშნავი იყო ის ფაქტი რომ ფონდ ,, მსოფლიო ტალანტების ” პრეზიდენტმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა , მსოფლიო დონის საოპერო მომღერალმა ბარიტონმა დავით ღვინიანიძემ თბილისობაზე მისი გამოსვლა ლეგენდას გია ყანჩელს მიუძღვნა. ფონდი : მსოფლიო ტალანტები” პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი : დავით ღვინიანიძე ,, თბილისობის ტრადიციას აქაც ვაგრძელებთ ხელოვანები , გამონაკლისი არც მე ვარ სადაც ჩემი ქართველობა იკრიბება და მეც მიწვევენ უარს არასდროს ვამბობ , ჩემს ქართველ მსმენელთან ერთად ვზეიმობთ შემოდგომის ფესტივალს .

ჩემთვის თბილისობა ასოცირდება ტივებზე ამაყად და ლაღად მოსეირნე ყარაჩოღელებთან , კინტოებთან , ქართულ მრავალხმოვანებასთან , მიხარია როცა არ იკარგება ტრადიციები და ყველაზე უმთავრესს ურთიერთობებს არ ვივიწყებთ , რადგან ყველას გვახსოვს რომ ,, თბილისი იყო ურთიერთობა ” ეს არის ცხოვრებაშიც მთავარი ჩემო აზრით .

თბილისობა ასევე უდიდესი სიყვარულია ტრადიციების მიმართ , პატივისცემაა წინაპრების რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს ღირებულებები . რამდენიმე დღის წინ უდიდეს ხელივანს გამოვეთხოვეთ , ის ეკუთვნის სრულიად სამყაროს თავისი სიდიადით , ჩემი დღევანდელი გამოსვლაც სწორედ მას გია ყანჩელის შემოქმედებას მივუძღვენი .”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close