News დაიჯესტი

შშმ პირთა სიმღერის და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია ბრილიანტი“3-7 ოქტომბერს, მესამედ გაიმართება

ფესტივალის უმთავრესი სლოგანია - ჩვენ ვიცავთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი ნომერი 349-ს დ პუნქტს

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,
ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი,
ილია მეორის ლოცვა კურთხევით. განსაკუთრებული ჟურნალი და შეზღუდული არაფერია
ფესტივალის უმთავრესი სლოგანია – ჩვენ ვიცავთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი ნომერი 349-პუნქტს. განსაკუთრებული ჟურნალისგამოცემა-პროექტი ხორციელდება 2014 წლის 14 ივნისიდან.

          პროექტი ხორციელდება ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ და ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ და რუსთავის მერიის ერთობლიობით. ასევე ძირითადი პარტნიორია ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“, რომელშიც 18 შშმ პირია დასაქმებული. როგორც იცით, 2018 წლის 7-10 ნოემბერს, თბილისში, ჩვენ ჩავატარეთ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია – ბრილიანტი“, სადაც მონაწილეობა მიიღო ოთხი ქვეყანის 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა. „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები, საქართველოს ოთხი წარმომადგენელი, პირობისამებრს, ჩვენმა ორგანიზაციამ მიავლინა ასევე საერთაშორისო ფესტივალებში, უკრაინაში – „ზალატოი პტახ“ და პოლონეთში – „პრო ომნიბუს“, სადაც მათ ასევე პირველი და სხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს, ასახელეს სამშობლო – სრულიად საქართველო.

     2019 წელს, 4-5 მაისს, ქალაქ ქუთაისში გავმართეთ იგივე ფესტივალი – „ივერია – ბრილიანტი“, ქუთაისის მერიის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, რომელმაც ასევე დიდი გამოხმაურება და მაღალი შეფასება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ფესტივალი პოპულარობით სარგებლობს და მისი დანიშნულება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

     „ივერია – ბრილიანტის“ ძირითადი პარტნიორია ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“, რომელშიც დასაქმებულია 18 შშმ პირი. ისინი ამზადებენ სტატიებს, ინტერვიუებს წერენ ცნობილ ადამიანებთან და ასევე მონაწილეობენ ამავე ჟურნალის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში. „განსაკუთრებული ჟურნალი“ ემსახურება შშმ პირთა დასაქმებას, სოციალურ კეთილდღეობას, რესოციალიზაციას, უფლებების დაცვას, განათლებას და მათ კულტურულ-სპორტულ და სხვა სახის აქტივობებში ჩართულობას. წლების განმავლობაში „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ ათეულობით სასარგებლო პროექტი განახორციელა – საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდა შშმ პირთა პრობლემებისა და მათი მრავალ სფეროში მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნულმა გამოცემამ შშმ პირებისადმი ქვეყანაში აამაღლა ცოდნის და მიდგომების საერთო დონე. 2018 წლიდან „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შეძლო და საქართველო ჩართა უკრაინის და პოლონეთის შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალებში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხებში აქტიურადაა ჩართული ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“.

               შიდა ფესტივალები:

       საერთაშორისო ფესტივალების შემდეგ, აღნიშნული სფეროს პოპულარიზაციისთვის და განვითარებისთვის, გადავწყვიტეთ დაგვეწყო „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულთა და ნომინანტთა საქართველოს საქალაქთაშორისო ფესტივალი-ტურნე, რაც ასევე შშმ პირთა ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება და, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანად. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია საქართველოს საერთაშორისო დონეზე ჯეროვნად წარმოსადგენად, რათა კუთვნილი ადგილი დავიკავოთ აღნიშნულ სფეროშიც. ასევე, შშმ პირთა ახალი ნიჭიერი ხელოვანების (საქართველოს რეგიონებში) აღმოჩენას და მათი შემდგომი რეალიზების ხელშეწყობას ემსახურება. ყოველივე ეს ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დაფუძნებისთანავე იყო ჩადებული. საქართველოს საქალაქთაშორისო (შიდა) ფესტივალის ტურნე დაიწყო 2019 წლის 21 ივნისს და პირველმა ქალაქმა მარნეულმა უმასპინძლა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით. შემდეგი კონცერტი იყო ასევე მიმდინარე წლის 26 ივლისს, ქალაქ სიღნაღში. 2019 წლის ოქტომბრიდან ისევ გაგრძელდება აღნიშნული ტურნე საქართველოს მასშტაბით.

ივერია – ბრილიანტი 2019

      როგორც ფესტივალის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი აცხადებს, „მიმდინარე წელს, 3-7 ოქტომბერს, საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს ფესტივალს, „ივერია ბრილიანტს“. საქართველოს გარდა მონაწილეობს უკრაინა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, პოლონეთი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ფესტივალში სიმღერისა და ცეკვის გარდა წარმომადგენლი იქნება შშმ პირთა გამოფენა, საკუთარ ხელნაკეთ და სხვა სახელოვნებო ნიმუშები – ნახატები და ა.შ.. ფესტივალის გალაკონცერტი გაიმართება რუსთავის სახელმწიფო თეატრში. საბოლოო ჯამში, 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას. სტუმრებს საჩვენებელი რთველით დაამახსოვრებენ ორგანიზატორები საქართველოს, რომელიც კახეთში, კოლეჯი „აისი“, კაჭრეთში გაიმართება. კონკურსი 5 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო კონცერტი 6 ოქტომბერს. დასწრება თავისუფალია. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და მათგან შეირჩევა კანდიდატები, რომლებიც უკრაინაში და აზერბაიჯანში გაემგზავრებიან მსგავს ფესტივალზე“.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close