ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

გაეროს ისტორიაში, უპრეცედენტო შემთხვევა,ქართველი მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობს ! 

ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილს გამონაკლისი სახით მიეცეს შესაძლებლობა !

   16-20 ოქტომბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარკანდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით 25-ე ასამბლეა გაიმართა.

  სხვა საკითხებთან ერთად ასამბლეამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რომელიც ეხება მის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, კერძოდ კოვიდ პანდემიის დროს გამოწვეული იძულებითი პაუზისა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ორგანიზაციის ეფექტური მუშაობიდან გამომდინარე, ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილს გამონაკლისი სახით მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევნებში მესამე ვადით.

ცვლილებას მხარი 140 ქვეყნიდან 74% მა დაუჭირა მხარი. ეს არის გაეროს ისტორიაში, მისი არსებობის მანძილზე უპრეცედენტო შემთხვევა რომელიც წევრი ქვეყნების მიერ, გენერალური მდივნის მიმართ ნდობის განსაკუთრებულ მანდატს გულისხმობს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close