News დაიჯესტი

კაცობრიობამ დედამიწის რესურსების წლიური ნორმა უკვე გახარჯა

2019 წელს კაცობრიობამ განახლებადი ბუნებრივი რესურსების ამ წლის მარაგი, რომლის აღდგენასაც ერთი წელიწადი სჭირდება, ამოწურა და უკვე “ეკოლოგიური კრედიტის” ხარჯზე აგრძელებს არსებობას. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Global Footprint Network-ის ანგარიშში წერია. ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს. 

იმისთვის, რომ პლანეტის ეკოლოგიური დავალიანების საშუალო მაჩვენებელი დაადგინონ, GFN-ის მკვლევრები ითვლიან ბიორესურსების მოხმარების მოცულობას (წყალი, საკვები, ხის და სხვ.) და იმას თუ რამდენი ხანი სჭირდება ეკოსისტემას მათ აღსადგენად.

როგორც ეკოლოგები აღნიშნავენ, ბუნებრივი რესურსების საჭიროების დასაკმაყოფილებლად კაცობრიობას უკვე 1.75 პლანეტა სჭირდება. სხვადასხვა ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე განახლებადი რესურსის მოხმარების მაჩვენებელი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, თუ ამ რესურსებს ყველა ისე მოიხმარს, როგორც გერმანიის მოქალაქეები, მაშინ კაცობრიობას უკვე სამი დედამიწა, ხოლო ამერიკელების მსგავსად რომ მოიხმარდნენ, 5 პლანეტა დასჭირდებოდა.

ირაციონალურად მოიხმარს ბუნებრივ რესურსს კატარიც, რომელმაც “ეკოლოგიური კრედიტის” გამოყენება ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაიწყო. უკეთესი მდგომარეობაა ინდონეზიაში, სადაც წლიურად გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის დოზა 18 დეკემბერს ამოიწურება. ამის მიუხედავად, ინდონეზიაც იმაზე მეტს მოიხმარს, ვიდრე ეკოსისტემას შეუძლია კომპენსირება.

2019 წელს დედამიწაზე დღე, როდესაც მოსახლეობამ განახლებადი ბუნებრივი რესურსების ამ წლის მარაგი სრულად აითვისა სამი დღით ადრე დადგა, ვიდრე 2018 წელს. ამ დღის დადგომას ეკოლოგები 70-იანი წლებიდან ითვლიან: მაშინ ეს დღე დეკემბერში დგებოდა, 1990-იან წლებში ოქტომბერში გადმოიწია, ხოლო 2000-იან წლებში უკვე სექტემბრის დასაწყისში.

წყარო  

Show More

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close