ALL დაიჯესტი

ძმები, რომლებიც ავეჯს ამზადებენ, დედის გადასარჩენად ტაქსისტ ძმებს დაეხმარებიან

ძმები, რომლებიც ავეჯს ამზადებენ, იმ ძმებს დაეხმარებიან, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.

ძმები ნიკურაძეები ამბობენ, რომ ყოველი მიღებული შეკვეთიდან 200 ლარს მათ გადაურიცხავენ.

„მოკლედ ვიტყვი რამოდენიმე საათის უკან ჩემს მიერ გაზიარებულ ვიდეოზე რომელიც ეხება ორ ძმის დედას: ჩემო მეგობრებო, მე არ მიყვარს ვინმეს რომ ვეხმარები ამის გამოაშკარავება, მაგრამ ეს გავაკეთე ვინაიდან ყველას ვისაც კი აქვს საშუალება, იმასაც შესძლებოდა დახმარება, ეს იყო ამ ჩემს მიერ გაზიარებული ვიდეოს აზრი და არა ის რომ ვითომ და მე ეს ვიდეო დავდე იმის გამო რომ გამეპიარებინა ძმები ნიკურაძეები ან ვინმეს შევაყვარო თავი რომ აი რამაგარი ბიჭები არიან ჩვენ ეს ვართ რაც ვართ ჩვენ ასეთებად გაგვზარდა დედამ რომ ბოლო ლუკმაც სხვას მივცეთ მაშინ როცა უჭირს მითუმეტეს როდესაც ეხება ქალს რომელიც ანგელოზია ქალს, რომელიც დედააა, ქალს რომელმაც შვილები აღზარდა ნამდვილ ვაჟკაცებად და ისინი წვალობენ, შრომობენ, არავის ემათხოვრებიან. უბრალოდ შრომით ცდილობენ, დედის სიცოცხლე გაახანგძლივონ და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ და ვერც ვერავის ჭორი შეგვიშლის ხელს!!!

მოკლედ რატომ ვწერ ამას ბევრი შეტყობინება მომივიდა საღოლ რეიტინგს იწევთო, რა იყო 200 ლარი რა ცოტააო, მათხოვრები ხომ არ არარიანო, და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, ჩვენ მთელი გულით და შეგნებით ვეხმარებით იმით რისი საშუალებაც გვაქვს და თქვენ ვინც ასე აზროვნებთ და ფიქრობთ, შეგიძლიათ, უფრო მეტი გადაურიცხოთ უფრო გაგვეხარდება, და კიდევ მე ვის ვაკლებ და ვის ვაძლევ არავის საქმე არ არის !!! ბოდიშით ამ სიტყვაზე ყველა ასეთმა მოაზროვნე ხალხმა ერთი ადგილი დააყენოს და გაიაროს დატოვოს ჩემი ფეისბუქ გვერდი დაუყოვლნებლივ!!! რა თქმა უნდა, ვინც დადებითათ მიღო იმათ უღრმეს მადლობას ვუხდით გვიყვარხართ და ღმერთმა ერთი ათასად გიქციოთ“ – წერენ ძმები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით #მაიასთვის. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის ცდილობენ სამკურნალო თანხის შეგროვებას. ამის შესახებ მაია ქართველიშვილის შვილი, ნიკა ქართველიშვილი წერს. 54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.

2020news.ge


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close