News დაიჯესტი

„ თუ ნაც-მოძრაობის წევრი ხარ,ან ქვეყანა უნდა დატოვო, ან შიმშილით მოკვდე !“

ბორჯომის მუნიციპალიტეტში,სოფელ  სადგერში, მცხოვრები 32 -წლის გიორგი დევნოსაძე, ნაც-მოძრაობის პარტიის წევრი,რომელიც ასევე სოციალურად დაუცველია, აცხადებს,რომ ძალიან უჭირს სამუშაოს პოვნა, პოლიტიკური მოტივით.  „ თუ ნაც-მოძრაობის წევრი ხარ,ან ქვეყანა უნდა დატოვო, ან შიმშილით მოკვდე !“,ამბობს იგი.

მისი თქმით, მასთან ერთად უმუშევარია მისი მეუღლეც და მშობლებიც. „ მთელი ოჯახი ნაციონალურ მოძრაობას ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს,ამიტომ რაც ხელისუფლება შეიცვალა ყოფილა შემთხვევები, რომ ამის გამო სასამსახურში არ ავუყვანივართ და უთქვამთ ნაციონალებმა დაგასაქმონო“, ამბობს იგი.

დევნოსაძის თქმით, ის ასვე ესწრებოდა 20 ივნისის, ე.წ გავრილოვის ღამეს, სადაც, მისი თქმით, რეზინის ტყვიებიც კი მოხვდა,თუმცა საბედნიეროდ სიცოცხლისთვის საშიში და შეუთავსებელი  დაზიანება არ მიუღია. ე.წ გავრილოვის ღამეს იგი ოჯახთან და მცირეწლოვან შვილებთან  ერთად იმყოფებოდა და ბავშვებმა ფსიქოლოგიური სტრესი და ზეწოლა განიცადეს, რის შემდეგაც გარკვეული რეაბილიტაციის გავლა დასჭირდათ ბავშვთა ფსიქოლოგთან.

როგორც დევნოსაძე განმარტავს, მას არცერთი ნაც-მოძრაობის ინიციატივით გამართული აქცია,მიტინგი თუ რაიმე სახის შეკრება არ გამოუტევებია, და ხშირად  ოჯახთან ერთად ესწრებოდა. „ ის ფაქტი, რომ ყოველთვის ვესწრებოდი აქციებს უფრო ართულებდა  სიტუაციას დასაქმების მხრივ  და რადგან  ნაც-მოძრაობის წევრი ვარ,  ხშირად უთქვამთ უარი ამის გამო დასაქმებაზე .პირდაპირ არ უთქვამთ ბევრჯერ ,მაგრამ თითქოს ცდილობდნენ მივეხვედრებინეთ. არადა 4 -არასრულწლოვანი შილი მყავს , ჩემს თავს არ ვდარდობ, ვფიქრობ რა ვაჭამო მათ, სოციალური დამხარება რომელსაც ვიღებთ იმდნად მიზერულია, რომ წარმოუდგენლია მისით ცხოვრება“,აცხადებს იგი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვს რომელიც ამ ხელისუფლებისთვის არ არის მისაღები , ან თუ ოპოზიციური პარტიის წევრი ხარ; ორი არჩევანი გაქვს, ან შიმშილი და უსამსახურობა ან ქვეყნიდან გაქცევა.

ნაც-მოძრაობის პარტიის წევრი,გიორგი დევნოსაძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს , რომ მას უკვე სრიოზულად აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება, რადგან, საკუთარი ქვეყანა სხვა არჩევანს არ უტოვებს და არ სურს მისი 4-არასრწულლოვანი შვილი ამას შეეწიროს!

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ადამიანი მიდის. შედარებით ნაკლები იყო 2020 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში – 75 ათასამდე.

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში თამაზ ზუბიაშვილი ამბობს, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ წასულების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ზუსტი რიცხვი არ არსებობს, მაგრამ, მისი ვარაუდით, საქართველოდან უკვე მილიონ-ნახევარი ადამიანია გასული, რაც 3 მილიონ 700 ათასი კაცის კვალობაზე ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია  სიღარიბე.თუმცა, მხოლოდ  დაბალი -მიზერული ანაზღაურება და უმუშევრობა, არ შეიძლება გახდეს მიგრაციის მიზეზი,არამედ: როგორც,გიორგი დევნოსაძე ამბობს ,ხშირად პოლიტიკური ნიშნით დევნაა მიზეზი.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close