რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია გიორგი დანელიას ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი თვის წინ გაუარესდა, რის გამოც, ის ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. დანელიას პოპულარული ფილმებია: “მიმინო”, “არ დაიდარდო” , “შემოდგომის მარათონი”, “მე დავდივარ მოსკოვში”. 1986 წელს გადაიღო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი “კინ-ძა-ძა”. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close