ბექას ბლოგი

საფინალო დაჯილდოების ცერემონიალი

პროექტი “ექიმები 2018” მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, ის ანხორციელებდა კვლევა-ძიებას, გამოკითხვებს და აკვირდებოდა საზოგადოებრივი აზრის გავრცელებას საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავდა წარმატებული და გამორჩეული მედიკოსების გამოვლენას და მათ დაჯილდოებას. როგორც მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების მთავარმა ორგანიზატორმა მარიამ გოგრიჭიანმა განაცხადა, ის პროექტით კმაყოფილია და არ აპირებს ამ რეზულტატზე შეჩერებას! ქალბატონმა მარიამმა საუბარში ისიც ახსენა რომ პროექტი ყოველწლიური იქნება და როგორც ყველა მისი წინამორბედი კვლავ გააგრძელებს სოციალურ აქტივობებს! მინდა შეგახსენოთ რომ “ექიმები 2018”-ს სლოგანი გახლდათ: “ექიმები სიკეთისთვის ერთიანდებიან” პროექტი საქველმოქმედო კუთხითაც მიმდინარეობდა. ოცდაერთკაციანი ბორდის თავჯდომარე ცნობილი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილი გახლდათ, როგორც მარიამი იოსებიც კმაყოფილია შედეგით და წარმატებებს უსურვებს პროექტს მომავალში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია სამედიცინო სივრცეში “ექიმები 2018”-ს დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ცნობილი ქართველი მედიკოსების პოსტებით პროექტტთან დაკავშირებით! თუმცაღა ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები… არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს უარყოფით მხარედ თუმცაღა რამოდენიმე ცნობილმა მედიკოსმა გამოთქვა გულისტკივილი იმის გამო რომ ვერ მოხვდა პროექტში. ამასთან დაკავშირებით მარიამ გოგრიჭიანმა განაცხადა რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ერთ წელს ყველა წარმატებულ მედიკოსს და კლინიკას მიეღო მონაწილეობა “ექიმები 2018”-ში… მარიამმა განმარტა რომ სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე საჭიროა რომ მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალს ყოველწლიური სახე მიეცეს! ჩემი მხრიდან მინდა წარმატებები ვუსურვო პროექტს, მე პირადად სურვილი მაქვს კიდევ დიდი ხანი დაუდგეს გვერდში პროექტი ქართველ საზოგადოებას და წარუდგინოს უდავოდ ნიჭიერი წარმატებული და სახელოვანი მედიკოსები.


თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close