ბლიც ინტერვიუექიმები 2018

ექიმი პაატა ჯინჭარაძე

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ნომინირებულ ექიმთან, კლინიკა პი-ეს დენტალის ხელმძღვანელ პაატა ჯინჭარაძესთან.

როდის გადაწყვიტეთ ექიმობა?

გავიზარდე ექიმების ოჯახში ამიტომ ექიმობა ბავშვობიდან ჩემი მოწოდება იყო.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი.

პროფესიის გამო თუ გითქვამთ რაიმეზე უარი?

არა.

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.

მყავს სტომატოლოგი მეუღლე და 2 შვილი.

თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული ჰობი?

მოგზაურობა.

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე “წლის ექიმი 2018”-ს ნომინაციაზე ხართ წარდგენილი! რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მმატებს.

ვინა არის პაატა ჯინჭარაძე თეთრი ხალათის მიღმა?

თეთრი ხალათის მიღმა-მეგობრების მოყვარული ბიჭი.

რას ურჩევდით მომავალ კოლეგებს?

ვურჩევ თავიანთ საქმის სიყვარულს და უწყვეტ განათლებას.


თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close