ექიმი ალექსანდრე დიაკონიძე – ჯეო დაიჯესტი
ექიმები 2018

ექიმი ალექსანდრე დიაკონიძე

ალექსანდრე დიაკონიძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ, ჩემთვის არასდროს არსებობდა სხვა ალტერნატიული პროფესია გარდა ექიმისა.

პროფესიის გამო გითქვამთ თუარა უარი რაიმეზე?

ექიმს არ ააქვს მორალური უფლება, თუ პაციენტის ჯანმრთველეობა საფრთხეშია იფიქროს საკუთარ სურვილებზე, გართობაზე, შეხვედრებზე, თუნდაც ოჯახის წევრებთან. რაღათქმაუნდა მეც ხშირად უარი მითქვამს ყოველივე ამაზე პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

ექიმი უპირველეს ყოვლის უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი, ყრადღებიანი პაციენტებისადმი, მშვიდი, გაწონასწორებული, რისკიანი. ექიმს უნდა შეეძლოს რთულ სიტუაციებშიც კი გამოიჩინოს სიმტკიცე, გონიერება სწრაფად მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება პაციენტის გადასარჩენად.

ვინ არის ალექსანდრე დიაკონიძე თეთრი ხალათის მიღმა?

ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების მოყვარული, რომელსაც შეუძლია მხიარულიც იყოს და სევდიანიც. ადამიანი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, კეთილი მიმტევებელი და მოყვასის მოყვარული.

მოგვიყევით თქვენ ოჯახზე…

მამა მყავს გარდაცვლილი, მყავს დედა და მეუღლე, რუსუდან გიგანი ექიმი მეან-გინეკოლოგი.

თუ გაქვთ რაიმე გამორჩეული ჰობი?

რაიმე განსხვავებული არა, ძალიან მიყვარს მუსიკა და პოეზია.

რას ნიშნავს თქვენთვის „წლის ექიმის“ ნომინაცია?

უდიდესი პატივია ვიყო ნომინირებლი წლის ექიმის ტიტულით! ეს არის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა პაციენტების, მათი ახლობლების და კოლეგების მიმართ.

როგორ მოხვედით აქამდე და იყო თუარა ეს გზა რთული?        

ვფიქრობ ჩემი პროფესიის სიყვარულმა და ერთგულებამ, დაუღალავმა შრომამ და ხალხის სამსახურში ყოფნამ მომიყვანა აქამდე. რთული?! ეს გზა იყო და არის სასიამოვნოდ რთული, მაგრამ, მიღწევადი!

რას ურჩევთ მომავალ კოლეგებს?

პროფესიის სიყვარულით და არა სხვა მიზეზით არჩევაში, რადგან სიყვარულით და არა სხვა მიზეზით არჩევას. რადგან სიყვარულით საქმის კეთება წარმატების საწინდარია. მუდამ ახსოვდეთ, რომ ისინი დგანან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ეს კი ექიმის უპირველესი მოვალეობაა.

 

 


თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close