News დაიჯესტი

ავსტრიაში მეჩეთები დახურეს

ავსტრიაში მეჩეთების დახურვას თურქეთი ეხმიანება. ეს ანტიისლამური, რასისტული, დისკრიმინაციული ქმედება პოპულისტური ტალღის შედეგია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორი მეჩეთი დახურეს, ხუთის დახურვა კი მომდევნო დღეებში იგეგმება. ავსტრია ქვეყნიდან 40 თურქი იმამის გაწვევასაც აპირებს. ეს 2015 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკრძალება ისეთი რელიგიური საზოგადოების არსებობა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება.

ვენაში არსებობს არაბული რელიგიური საზოგადოება, რომლის დაქვემდებარებაშიც 6 მეჩეთია, ძირითადად, თურქეთიდან ფინანსდება.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close