ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს – წაღებულია ძვირფასეულობა – ჯეო დაიჯესტი
კატეგორიის გარეშე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს – წაღებულია ძვირფასეულობა

თბილისში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ამის შესახებ  ინფორმაციას “თაიმერი” ავრცელებს.

როგორ საინფორმაციო სააგენტო წერს,  გოგუას ბინიდან წაღებულია ძვირფასეულობა. შემთხვევა 16 მაისს მოხდა, თუმცა ფაქტი ამ დრომდე არ გახმაურებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის  ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ქურდობის ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close