News დაიჯესტი

ცნობილი პარაგვაელი ფეხბურთელი 11 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირშია ეჭვმიტანილი

ცნობილ პარაგვაელ ფეხბურთელს ხონათან ფაბროს პატიმრობა ემუქრება. 35 წლის ფაბრო 11 წლის იაპონელ გოგოსთან ინტიმურ კავშირშია ეჭვმიტანილია. პარაგვაიში არსებული კანონმდებლობით კი არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება 20 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღსანიშნავია, რომ ფაბროს პატარა გოგონასთან ურთიერთობა უკვე ხუთი წელია რაც აქვს, ანუ მასთან ინტიმური კავშირი პირველად მაშინ დაამყარა, როდესაც გოგონა სულ რაღაც ექვსი წლის იყო. 11 წლის იაპონელი ბავშვის ტელეფონში რამდენიმე დღის წინ 35 წლის ფეხბურთელთან მიმოწერა მისმა ძმამ აღმოაჩინა, რის შემდეგაც ბავშვმა ყველაფერი აღიარა.

გამოძიება დაწყებულია და უახლოეს მომავალში მექსიკის „იაგუარეს ჩიაპასში“ მოთამაშე ფაბროს დაკითხავენ. ეჭვმიტანილი ფეხბურთელი ცნობილი პარაგვაელი მოდელის, ლარისა რიკელმეს მეუღლეა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close