ALL დაიჯესტი

“არ გავიწყდებათ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები” – ფოთის მაჟორიტარი კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, 300-ზე მეტ ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა, მათ შორის უსინათლო და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებს.

ფაქტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ეხმაურება და მაჟორიტარს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“ერის სიძლიერე და ერთიანობა,ოდითგანვე გაჭირვების ჟამს ერთმანეთის გვერდში დგომას ეფუძვნებოდა, ასეა დღესაც. კრიზისულ სიტუაციაში, როცა ერი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, თავის გადასარჩენად სახლებში სხედან სამსახურისა დაყოველგვარი სახსრების გარეშე. არიან ადამიანები, რომლებიც სხვების გაჭირვებაზე ფიქრობენ და დახმარების ხელს უწვდიან. უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს და რწმენას აძლევენ, რომ ისინი მარტო არ არიან. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით თქვენც, ბატონო ირაკლი, რისთვისაც დიდი მადლობა ასეთი კეთილშობილებისათვის. ადრეც და ამ ჟამსაც არ გავიწყდებათ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები და მთელი გულით ეხმარებით მათ. უფალმა დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეთ. იხარეთ და იბედნიერეთ თქვენი ოჯახისა და თქვენი ფოთელების საიმედოდ და გასახარად”,-წერს შორენა ცომაია.

ცნობისთვის, გასულ კვირას დეპუტატის პირადი რესურსით საკვები პროდუქტები 400 ოჯახს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ბაღის 1900-მა აღსაზრდელმა მიიღო სასურსათო კალათა. ჯამში, დეპუტატი პირადი რესურსით 2600 ოჯახზე მეტს დაეხმარა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close