News დაიჯესტი

დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა !

დღეს, დედის სიმბოლოდ ქცეული, გმირი ქალბატონის,  სანდრო გირგვლიანის  დედის ირინა ენუქიძის დაბადების დღეა, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა(!)

„10 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვალში ვართ როგორც ქალბატონ ირინა ენუქიძესთან, ისე იმ მცირერიცხოვან ჯგუფთან, რომელმაც გაბედა და სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს დაუპირისპირდა. ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინე ენუქიძე გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.   პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა  ირინე ენუქიძის და იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის გამბედაობას და ღვაწლს, რომლებმაც დაიწყეს და ფაქტობრივად პირველი ნაბიჯები გადადგეს რეჟიმის გასატეხად.

 სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე

მოამზადა რუსა გვაზავა

Show More

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close