News დაიჯესტი

“კარგის არშემჩნევის ჩვეული ჩასაფრებული პოზიციიდან ქირქილი, რბილად რომ ვთქვა, უღირსი საქციელია”

“ჩვენი სენაკი, და მისი კოპწიად განათებული მთავარი ნაძვის ხე ულამაზესი იქნება შობა-ახალი წლის დღესასწაულებში “,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ სენაკის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებულ ვიდეოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, თეა გრიგოლია:

“მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ვიდეოს სენაკის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით:

პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში, როცა მთელი ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისკენ და, პარალელურ რეჟიმში, არცერთი პროექტი არ შეჩერებულა, პირიქით, ამ კუთხით, უამრავი პოზიტიური მასალაა დაგროვილი, კარგის არშემჩნევის ჩვეული ჩასაფრებული პოზიციიდან ქირქილი, რბილად რომ ვთქვა, უღირსი საქციელია.

ჩვენი სენაკი, და მისი კოპწიად განათებული მთავარი ნაძვის ხე ულამაზესი იქნება შობა-ახალი წლის დღესასწაულებში – ეს იქნება უმთავრესი გზავნილი მათთვის, ვისაც ჩვენი გამორჩეულად მშვენიერი სენაკი და სენაკელები საქილიკოდ გაუხდია”,-წერს თეა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close