News დაიჯესტი

,,ხალხის პარტიის“ თავჯდომარე ალექსანდრე კობაიძე მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის იბრძოლებს !

საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს, დღეს  იწურება. მთავარი პროკურორობისთვის ამ დროისთვის 15 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატურა გახლავთ, პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხის პარტიის“ თავჯდომარე,უფლებადამცველი, ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე. 

ალექსანდრე კობაიძე, გახლავთ დამოუკიდებელი კანდიდატი, მან კანდიდატურა თავად წარადგინა. კობაიძე ასევე გახლდათ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში რუსთავის მერობის კანდიდატი (სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა) პოლიტიკური პარტიიდან. კობაიძემ დაამთავრა, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, სპეციალობა-იურისტი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობა-საერთაშორისო. ურთიერთობების სპეციალისტი.საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-მაგისტრი.გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (ალმა-მატერის) დოქტორანტი (სამართალმცოდნეობის კურსზე).

სხვადასხვა დროს ის იყო დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავჯდომარე 2008-2012წ.სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და პრიზიორი.მოძრაობა სოლიდარობის დამფუძნებელი.2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში რუსთავის მერობის კანდიდატი (სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზიდან).საადვოკატო ბიურო ,,map-legal”-ისიურისტი.,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავჯდომარე.ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის იურისტი/უფლებადამცველი.LAW GROUP-ის ხემძღვანელი.

როგორც კანდიდატი აცხადებს, მისი არჩევის შემთხვევაში, ის იქნება მიუკერძოებელი, ობიექტური და ხალხის ინტერესებს ყოველთვის გაითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close