News დაიჯესტი

2018 წელს, საქართველოში ინტერნეტ თავდასხმები მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედმა ანუ  26.62% -მა განიცადა თავდასხმა ინტერნეტის მეშვეობით, მაშინ  როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 22.93%-ს შეადგენდა. ამავე დროს, აზერბაიჯანში მომხმარებლებზე ვებ-თავდასხმების  წილი გაიზარდა 2017 წლის 35.14% -დან  35,88% -მდე, სომხეთში კი – 32.81% -დან  36.47% -მდე.  ეს დასტურდება „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით.

2017 წელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 29.4% -ი ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware კლასის ვებ-თავდასხმას, ხოლო  2018 წელში ამ მაჩვენებელმა  30.01% შეადგინა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვებ- მოდულიანი ძლიერი ანტივირუსები იცავენ მომხმარებლებს  მავნე ობიექტების,  დასნებოვანებული/ვირუსისშემცველი   ვებ-გვერდების ჩამოტვირთვისაგან. მავნე საიტები განზრახ იქმნება ბოროტმზრახველების მიერ. ისინი ასევე ცდილობენ უფრო მეტი ლეგიტიმური რესურსების გატეხვას და იქ სხვადასხვა დანიშნულების მავნე სკრიპტებისა და პროგრამების განთავსებას, ისეთების როგორებიც არიან  კრიპტოვალიუტების ფარული მაინერები, გამშიფრავ-გამომძალველები, პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვის მიზნით შექმნილი პროგრამები. დასნებოვანებული შეიძლება იყოს აგრეთვე ვებ-რესურსები, მომხმარებელთა მიერ შედგენილი კონტენტები (მაგალითად, ფორუმები).

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close