პოლიტიკა

10 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს „თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებზე” ვეტოს დადებას სთხოვს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე” ვეტოს დადებას სთხოვენ. დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას,  კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები 1თვითმმართველი ქალაქისნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის გაზრდამ ვერ გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი და ადმინისტრაციული ხარჯები გააორმაგა.

აგრეთვე განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close