All for Joomla All for Webmasters

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია “მაგთიკომს”  18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნულიგადაწყვეტილება კომისიის  სხდომაზე იქნა მიღებული. კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების  გაზრდასთან დაკავშირებითგაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას  მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ  ბაზრის კვლევის  დასრულებას, რომელსაც კომისიაატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“  გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ  კანონითმინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა. გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს,  კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნასდაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“  პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ,  კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული  25 ლარიანი ულიმიტოპაკეტი  კვლავ დატოვოს ძალაში.

თურქეთის ქალაქ კაისერის სასტუმროებსა და ე.წ. ბორდელებში ქართველი სექსმუშაკი ქალები დააკავეს – მათი ასაკი...

"პრესა.ჯი"  10:38 20.02.2019 თურქეთის ქალაქ კაისერის სასტუმროებსა და ე.წ. ბორდელებში არალეგალური მიგრაციისა და პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში ოპერაციები ჩატარდა.   ოპერაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქე სექსმუშაკი ქალები დააკავეს.   ადგილობრივი...

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ტერმინების „დედა“ და „მამა“ შეცვლას ტერმინებით „მშობელი 1“...

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა. ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა...

ტურისტული კომპანია,, Diamond Georgia” -ს  პროგრამით ამერიკაში წამსვლელებს, ვიზის მიღება უმარტივდებათ!

ტურისტულ კომპანია,,Diamond Georgia” -სთან ერთად მოგზაურობა გაცილებით იაფია,  ვიდრე ინდივიდუალურად ! ტურისტულ კომპანია,, Diamond Georgia” -სსასწავლო პროგრამით ამერიკაში წამსვლელებს, ვიზის პრობლემა თითქმის არ ექმნებათ ! ტურისტულიკომპანია...

“ქალიშვილობა ჩავაბარე და კომპენსაცია მეკუთვნის”,ქალი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ

"ქალიშვილობა ჩავაბარე და კომპენსაცია მეკუთვნის”, – გორში მცხოვრებმა 50 წლამდე ასაკის ქალმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ გორის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მეუღლესთან...

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში კორსპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

სტამბოლში, კარტალის რაიონში  მრავალსართულიანი   საცხოვრებელი კორპუსის  ჩამოინგრევის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, იუწყება თურქული მედია.  ბოლო ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ათამდე ადამიანი გარდაიცვალა, 13–მდე კი მძიმედ...

ამერიკელმა მონაზვნებმა აღიარეს, რომ მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი კაზინოში წააგეს

კალიფორნიაში კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა მერი კროიპერმა და ლანა ჩანგმა  ლას-ვეგასში სათამაშოდ სკოლის საგანმანათლებლო ბიუჯეტიდან აიღეს 500 000 დოლარი   და კაზინოში წააგეს. BBC  ცნობით, ისინი ფულს...

გორში მეექვსე კლასის მოსწავლე კლასელმა დაკბინა

"ჩაბჟირებული ბავშვი ჩამოვიყვანე, კლასელებმა ძლივს მოაცილეს, დაბლა ეგდო" - გორში მეექვსე კლასის მოსწავლე კლასელმა დაკბინა გორის მეხუთე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლე კლასელმა დაკბინა. ერთ-ერთი...

გორში, შვილის გაუპატიურების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი...