37 წლის ქალი საქმროს სექსუალურმა სურვილებმა დაღალა და ის მდინარეში დაახრჩო

0
5704

აშშ-ში 37 წლის ქალმა თავისი 46 წლის საქმრო მდინარეში დაახრჩო. ქალის თქმით, მან მამაკაცის სექსუალური სურვილები ვეღარ აიტანა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ინციდენტი ნიუ-იორკის შტატში მოხდა. მამაკაცი ნავით მდინარე გუძონზე სეირნობდა. ქალმა ნავს საცობი გამიზნულად მოხსნა, რის შემდეგაც ნავი წყლით გაივსო და წყალში ჩაიძირა.

დამნაშავის თქმით, ის საქმროს მკვლელობას ადრეც აპირებდა. ქალს განსაკუთრებით არ მოსწონდა მამაკაცის შეთავაზება ჯგუფური სექსის შესახებ.

ქალმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოკლულის დედის თქმით, ასეთი დანაშაულისთვის ეს სასჯელი საკმარისი არ არის.

წყარო

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here