ქართული კინოს ლეგენდა მსახიობ ლეილა აბაშიძეს საუკუნის პერსონას ტიტულს მიანიჭებენ

0
797

პერსონა 2017 კულტურის სფეროს განვითარებისთვის წარდგენილ ნომინანტთა სიაში წელს მსახიობი კახი კავსაძე, მსახიობი გურანდა გაბუნია, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, მკომპოზიტორი ვაჭა აზარაშვილი, ანსაბლ ერისიონის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი , მსახიობი ასმათ ტყაბლაძე მოხვდნენ. ცნობილი ხდება ის ფაქტიც რომ საუკუნის პერსონის ტიტულს წელს ქართველებისთვის საყვარელ სახალხო არტისტს, ქართული კინოს ლეგენდარულ მსახიობს ლეილა აბაშიძეს გადასცემენ.

შეგახსენებთ , რომ საქართველოს ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2017“ წელს საქართველოში მეორედ იმართება. გასულ წელს ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და სპეციალურმა ბორდმა, რომელიც წლის პერსონებს გამოავლენს სულ 33 ადამიანი დააჯილდოვა, მათ შორის იყვნენ კულტურის სფეროს ისეთი გამორჩეული ადამიანები, როგორიცაა, მომღერალი თემურ წიკლაური, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

სოსო კავკავაშვილი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here