“პაატა მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო მომღერალია და არ შეიძლება ასე გამეტება”

0
5281

“მჯერა, რომ პაატა ბურჭულაძის სიმართლე დატკიცდება”

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერს დაიბარეს, ის მოწმის სახით იყო გამოძახებული საქმეზე, რომელიც ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა აღძრული. ბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდა და მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა. როგორც ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ბურჭულაძე 13 დეკემბრის ნაცვლად, მზადაა გამოკითხვაზე დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში გამოცხადდეს.

პაატა ბურჭულაძის პროკურატრაში დაბარებას ცნობილი ხელოვანები ეხმიანებიან…

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი: 
– ძალიან არასასიამოვნო ამბავია! არ მჯერა პაატა

ბურჭულაძის შესახებ გამოთქმული ეჭვების. საქველმოქმედო ფონდის შინაური საქმეები არც მესმის და არც მგონია, რომ პაატამ მსგავსი რამ დაეშვა… რასაც პაატა ბურჭულაძე აკეთებდა, იშვიათად თუ ვინმე აკეთებს იგივეს. ის მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო მომღერალია და არ შეიძლება ასე გამეტება! პაატას უკიდეგანოდ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული საქველმოქმედო ფონდის მიღმაც… აქ კიდევ ქექავენ რაღაცებს! განა ასეთი რა მოხდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს?! ის არაფერს არ ნიშნავს, ამდენი სიკეთე რომ აქვს გაკეთებული?! ყველას მოგვწონდა გაჭირვებულ ბავშვებს რომ ვეხმარებოდით და ასეთ კარგ საქმეში ჩვენი წვლილი შეგვქონდა. მე ახლაც მის გვერდით 

ვარ ! ასე როგორ შეიძლება მოისროლო ადამიანი?!..

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი: 
– საერთოდ ქვეყანაში ბევრი არაადეკვატური რამ ხდება. ეს ყველაფერი დაუჯერებლად ჩანს… თუ დაგვიმტკიცებენ, რომ მართლაც ასეა, მაშინ იძულებული ვიქნებით დავიჯეროთ! რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ “იავნანას”, ყველანი ჩაბმული ვიყავით ერთ ძალიან დიდ და კარგ საქმეში! ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ახლაც ასეა! მსოფლიოში ცნობილი მომღერალია, ამიტომ არც მინდა მასზე მსგავსი რამ მოვისმინო… ღმერთმა ნუ ქნას, რასაც ამბობენ, სიმართლე აღმოჩნდეს! ჩვენ ყველა გულწრფელად ვიყავით ქველმოქმედებისთვის გაერთიანებული და თუ ეს ყველაფერი გაჭირვებულ ადამიანებს არ ხმარდებოდა, შეიძლება ამან ცხოვრებაზე ხელი საერთოდ ჩაგაქნევინოს ადამიანს! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძის სიმართლე გამოვლინდება! ჩვენს თავლწინ ხდებოდა უამრავი სიკეთე და თუ ეს ყველაფერი შენიღბული იყო, მაშინ ადამიანის ცხოვრებასაც აღარ ჰქონია აზრი… თუმცა იმედიანად ვარ და მგონია, რომ პაატას სიმართლე დამტკიცდება! თუ არა და სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით უნდა ვუყუროთ ამ სამყაროში, აღარაფრის გვჯეროდეს!

ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ “რუსთავის” მთავარი ქორეოგრაფი:

– ჩვენს ანსამბლს არასოდეს მიუღია მონაწილეობა საქველმოქმედო ფონდ “იავანანს” საღამოებში, არ შემოუთავაზებიათ… არ ვიცი, პაატა ბურჭულაძემ რა დააშავა და რა არა, ამას პროკურატურა გაარკვევს. მე მას ვიცნო,ბ როგორც ძალიან დიდი პიროვნებას და მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს! დანარჩენი ფონდში რა ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ როგორც მთელი საქართველო მეც საუკეთესო წარმოდგენის ვარ პაატა ბურჭულაძეზე. ბევრი სიკეთე გაუკეთებიაო, რომ ამბობენ, ეს ხმამაღლა უნდა თქვან, ადგნენ და გვერდით დაუდგეს ყველა!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

წყარო 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here