მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა უსაფრთხოების სფეროში საქართველო მესამე ადგილზეა

0
629

თბილისი, 12 დეკემბერი, „კასპერსკის ლაბორატორიის“  წარმომადგენლობა საქართველოში.  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველომ  დაიკავა მე-3-ე  ადგილი    ბოროტმზრახველი მობილური  პროგრამების მომხმარებელთადმი შეტევის რეიტინგში:  დროის ამ მონაკვეთში ამ პროგრამების  თავდასხმა განიცადა ქვეყნის მომხმარებელთა 2,2 %1.  მაშინ როცა  ამა წლის 1-ლ კვარტალში საქართველო იჭერდა  მე-2-ე ადგილს ამ რეიტინგში  და მასზე მოდიოდა შეტევადაქვემდებარებული მომხმარებლების 2,5%,   ხოლო მე-2-ე   კვარტალში ქვეყანა ვერ შევიდა იმ მომხმარებელთა სამ ყველაზე უსაფრთხო  ქვეყნების სიაში, რომლებმაც  განიცადეს  ბოროტმზრახველი პროგრამების თავდასხმა.  სამივე კვარტალში  ამ კრიტერიუმით ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო იაპონია.

სამი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეიტინგი მობილური ბოროტმხრახველი პროგრამების შეტევას

 დაქვემდებარებული მომხმარებლების საკითხში ( 2017 წლის პირველი სამი კვარტალი)

  I   კვარტალი II   კვარტალი III   კვარტალი
1.  იაპონია (1,5%) იაპონია(1,3%) იაპონია (0,8%)
2. საქართველო (2,5%)  ფინეთი (2,6%) დანია (1,9%)
3. ფინეთი (2,7%) დანია (2,7%) საქართველო (2,2%)

2017 წლის ამ სამი კვარტლის განმავლობაში  ქვეყანა, სადაც შეტევადაქვემდებარებულმა მომხმარებლების პროცენტულმა  შეფარდებამ მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს,  იყო ირანი. ირანში ამ მაჩვენებელმა პირველ კვარტალში მიაღწია 47,35%-ს, ხოლო მესამე კვარტალში კი –  35,12%-ს.

 „სასიამოვნოა, რომ კიბერდამნაშავეები ძალიან არ აწუხებენ მობილური მოწყობილობების მომხმარებლებს საქართველოში. მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც კრიმინალური დაჯგუფებები ხშირად იცვლიან თავიანთ სამიზნეებს. ამიტომაც მათი მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.  მაგრამ თუ მობილური მოწყობილობა დაცულია სრულფასოვანი ანტივირუსით, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ისინი სამიზნედან გადაიქცევიან მსხვერპლად, მინიმალურია“, აღნიშნვას „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში  არმენ  კარაპეტიანი.

 „კასპერსკის ლაბორატორიის“  წარმომადგენლობა საქართველოში

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here