მარინე თუშიშვილი :მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,პერსონა 2017,, -ით დაჯილდოვდება

0
2028

ქალბატონი მარინე თუშიშვილი ხელმძღვანელობს სამედიცინო კლინიკა „მარჯანს“.
მარჯანი” მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: დერმატოლოგია, ტრიქოლოგია, დერმატოონკოლოგია, დერმატოსკოპია, დერმატოქირურგია, იმუნოლოგია, ფიზიოთერაპია, ლაბორატორიული კვლევა, დერმატოკოსმეტოლოგია და ასევე აღინიშნავია რომ ეს ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება.

სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ეფექტურად მოღვაწეობს სამკურნალო საქმიანობაში და აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში.

კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს, ლაბორატორიულ კვლევებს, პროფესიონალური კოსმეტიკის უახლეს მიღწევებს და ცენტრის მრავალწლიანი მუშაობისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდოლოგიებს.
კლინიკა ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით შექმნილია სამი ასოციაცია ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია”, ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაცია” და ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია.
კლინიკა „მარჯანი“ თანამშრომლობს როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო კლინიკებთან და ასევე პროფილურ სპეციალობებში წამყვან სპეციალისტებთან.
ცერემონიის სპეციალური ბორდის შემადგენლობის მიერ პერსონა 2017 -ის ფარგლებში სულ 50 ადამიანი გამოვლინდება , რომელთა დაჯილდოების ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება. მართალია ქალბატონ მარინეს სამედიცინო განათლება არ გააჩნია მაგრამ იგი უკვე 16 წელია ხელმძღვანელობს სამედიცინო ორგანიზაცია „მარჯანს“, მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება: სტუ-ის პროფესორი, 1973 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. სამეც. / აკად. ხარისხი: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1973 წლიდან – დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი.
ქალბატონი მარინე პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში:
1995 – 1996, 2000 – 2001 წლები ავიაკომპანია შპს.”ShaNS” მოსკოვი, რუსეთი; 1996 – 1997 თბილისის სავალუტო ბირჟა; 1997-1998 შპს ”მეტალურგოილ ინვესტი”; 2006 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; 2009 – 2010 სს ”ნიკორა”; 2010 შპს უნივერსიტეტი ”გეორგია”; ;2011 – 2012 შპს ”საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი”; 2001 წლიდან დღემდე სამედიცინო ცენტრი „მარჯანი“.

მოამზადა

თიკო შუშანაშვილმა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here