შსს: ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 12 ადამიანი

0
511

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

ხანძარი ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20 საათზე გაჩნდა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 გარდაცვლილისა და 10 დაშვებულის შესახებ.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here