სტოლტენბერგი: ნატო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდნენ

0
206

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრები მიიღოს, – ამის შესახებ სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა

ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

“ნატოს კარი ღიაა და ამის ყველაზე კარგი მაგალითია, რომ  ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების რაოდენობა 2-ჯერ არის გაზრდილი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეთ, საჭიროა ორგანიზაციის ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოთ. საქართველო და უკრაინა ამ ეტაპზე რეფორმების ჩატარებაზე არიან კონცენტრირებული, კერძოდ კი, ავითარებენ თავდაცვის ინსტიტუტებს, ებრძვიან კორუფცია და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებენ”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ და უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეძლონ.

მისივე თქმით, არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერიოს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში მონტენეგრო ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გახდა.

წყარო 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here