წულუკიანი შალელაშვილზე: ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის

0
590

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მმართველი გუნდის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის კრიტიკას ბრალდებით უპასუხა.

როგორც წულუკიანმა „ქართული ოცნების“ წევრზე განაცხადა, ის საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს.

“ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ და ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ „ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია“.

 

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here