გრიგორი კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა

0
1877

პრაღის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გარდა, სავიზო რეგულაციების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, „საქართველოდან ტერორისტების შეღწევის რისკია“.

„საქართველოსთან ახლოს სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობები. ასე რომ მოცემული სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კარასინმა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here