გიორგი ტუღუში: ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო

0
192

„ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი, რადგან მას არ ახლდა კონკრეტულ ციფრებში დათვლილი დანაზოგი“, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშრებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახება, ეს ნიშნავს, რომ „რეფორმა ზოგიერთი მინისტრის მოსაშორებლად გატარდა“.

„როდესაც მსგავსი მასშტაბური ცვლილებები ხდება და რამდენიმე სამინისტრო უქმდება მთავარია თუ რას აძლევს ეს ქვეყანას. ეს ყველაფერი თუ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ფასადური რეფორმა ზოგიერთი მინისტრის მოსაშორებელი და ეს არანაირად არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.

 

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here