გიორგი მამაცაშვილი სპეც-აგენტი, სუსის ჟურნალისტი ხარ შენ ! ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე (ვიდეო)

0
3913

“დატოვეთ ადგილი ვინ დაგავალათ, ამდენ ხალხს  შეურაცხყოფას აყენებთ , თავხედებო “, ეს გახლავთ იმ რეპლიკათა ნაწილი რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის გასაპროტესტებლად მისული ქალბატონების მიმართ გაისმა.

ხოლო დავით ოქიტაშვილი კი კონკრეტულად  დაინტერესდა თუ ვისი დავალებით მოქმედებდნენ ეს ქალბატონები. ერთ- ერთი მამაკაცი კი მივიდა და  ქალბატონს სახეში შეაფურთხა.

ასევე ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი მიუახლოვდა ქალბატონებს და ცდილობდა ხელის მოკიდებით, ფაქტიურად მათზე ძალადობით და ძალის გამოყენებით  გაეყვანა ისინი, რაზეც აქციის მონაწილე ქალბატონმა მამაცაშვილს მიმართა:“ შენა ხარ სპეც-აგენტი, პოლიციის, სუსის ჟურნალისტი, გიორგი მამაცაშვილი “.

ასევე ქალბატონი ითხოვდა, რომ ხელით არ შეხებოდნენ და განაცხადა :“ ნუ მეჭიდავებით ხელები გასწიეთ“.

” ვაპირებდით მდუმარე აქციის ჩატარებას , სულ რაღაც ორი პლაკატი გვქონდა :ნუ გადააქცევთ  მთაწმინდას  ნომენკლატურული მწერლების საძვალედ, გადაასვენეთ მთაწმინდიდან :კეკე, გრიბოედოვი,  და ჯაბუა“. ხოლო კითხვაზე ჯანსუღ ჩარკვიანზეც იგივეს ფიქრობდნენ თუ არა ქალბატონმა უპასუხა :  „ რასაკვირველია,  ნომენკლატურული მწერლების საძავალედ ნუ გადააქცევთ  მთაწმინდის პანთეონს !

საზოგადოებაში  ბოლო ხანებში ასევე აქტიურად  გაჩნდა მოსაზრება, რომ :

თუ  ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ქაქუცას,გალაკტიონის, გოგლას, მერაბ კოსტავას და კიდევ რამდენიმეს ნეშტი რომ გადავასვენოთ მახათას მთაზე, გული არავის დასწყდებოდა… პირადად მე მათ საფლავებზე ყველგან ვივლი”,- ეკატერინე იმედაძე ჟურნალისტი ფეისბუქ-სტატუსი .

აღნიშნული ფაქტი მთაწმინდაზე ქალის მიმართ ამგვარი მოპყრობის, რომელიც გარდა შეფურთხებისა ასევე შეიცავდა ძალადობის ფაქტებს უკვე დაგმო  საზოგადოების ნაწილმა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებიან ქალთა უფლებადამცველთა ჯგუფი  რომელიც ბოლო პერიოდში ხშირდა აქტიურობენ ქალთა უფლებების გარკვეულ ნაწილზე თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტზე არ ქონიათ რეაქცია.

მოამზადა

რუსა გვაზავა

 

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here