ზვიად მათოშვილი პერსონა 2017 -ზე მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება !

0
21756

საქართველოში მხოლოდ არითმიების მართვის ცენტრ „რიტმარტ“-ში იყენებენ

კრიოაბლაციას არითმიების სამკურნალოდ. ეს მეთოდი ცნობილია და გავრცელებულია

ევროპის ქვეყნებშიდა ა.შ.შ.-ში.


ცენტრში ჩატარდება როგორც ბალონური, ისე ფოკალური კრიოაბლაციები.

ეს კი იმას ნიშნავს,რომ კრიოაბლაციით შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ყველა სახის

არითმიის (მათ შორის წინა გულთაფიბრილაციის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის,

ზოგიერთი პარკუჭოვანი არითმიის) აბლაცია.

ცენტრი აღჭურვილია მედტრონიკის თანამედროვე კრიოაბლატორით. აბლაციებისთვის გამოყენებული ქნება უკანასკნელი თაობის კათეტერები, რაც ზრდის ეფექტურობას და

ამცირებს რისკებს.

ცენტრს ხელმძღვანელობს ექიმი კარდიოლოგი ზვიად მათოშვილი მისი ბიოგრაფია და კარიერა კი ასე გამოიყურება:

1999-2005წ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე
2006-2009წ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურაში კარდიოლოგიის მიმართულებით.
2012-2015 წ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. მისი დამთავრების და დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა
მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

2015 წელს იტალიის ქალაქ მილანში მას მიენიჭა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის გრანტი.

2015-2016 წ სწავლობდა და მუშაობდა სტოკჰოლმში, სკანდინავიის უდიდეს საუნივრისტეტო კლინიკაში – კაროლინსკაში.

2016წ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მან წარმატებით ჩააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული 2 გამოცდა და ამ დროისთვის ზვიად მათოშვილი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული ერთადერთი ქართველი ექიმია.

2009 წლიდან დღემდე ზვიად მათოშვილი ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს) არითმიების განყოფილების ხელმძღვანელია.

2016 წელს მან დაარსა არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ რომელიც თბილისის მასშტაბით 5 სხვადასხვა კლინიკას აწვდის სრულყოფილ არითმოლოგიურ სერვისს.

ზვიად მათოშვილს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა ჟურნალში. მათ შორის უკანასკნელი სტატია გამოქვეყნდა ევროპის საუკეთესო ჟურნალში EUROPACE-ში.

არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აქ პრაქტიკულად ნებისმიერი არითმიისგან განკურნებაა შესაძლებელი.

2016წ დეკემბერში ზვიად მათოშვილმა ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა მოციმციმე არითმიის კრიო აბლაცია. ამ დრომდე მხოლოდ რიტმარტში ხორციელდება

არითმიების კრიოაბლაციები.

სოსო კავკავაშვილი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here