რუსა გვაზავა: სირიელი ჟურნალისტი იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც საქართველოში ასირიელი ბავშვების დროებით შეფარება სურს

0
235
ავტორი: ნინო ჯიბუტი
08 მაისი, 2015. 17:43
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან დაიჯესტის” დირექტორმა რუსა გვაზავამ და ჰოლდინგის ჟურნალისტებმა„რეპორტიორში” ასირიელი ბავშვების მიმართ ჰუმანური ინიციატივის თაობაზე ბრიფინგი გამართეს. გვაზავას თქმით, სირიელი ჟურნალისტის ჰაბიქ სალეჰის ინიციატივით, საქართველოში ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც ბავშვების დროებით შეფარება სურს, მისი დახმარებით ასირიელ ბავშვებთან დაკავშირებას შეძლებენ.

 

„ჩვენ დღეს ვეხმიანებით საზოგადოების უაღრესად ჰუმანურ ინიციატივას ასირიელი ბავშვების დროებით შეფარების თაობაზე, რომლის ინიციატორიც უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილია. მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან დაიჯესტის” საავტორო გადაცემა „კვირის დაიჯესტში”, „ობიექტივში” დავუკავშირდით სირიელ ჟურნალისტს, რომელიც შეგვპირდა, რომ შეძლებს, ასირიელ ბავშვებს დაგვაკავშიროს და დაგვეხმარება ტექნიკური დეტალების მოგვარებაში. რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა – თითქოს ეს ბავშვები უკვე საქართველოში არიან ჩამოყვანილნი. მინდა განვმარტო, რომ ეს სირიელი ჟურნალისტი  დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ასირიელი ბავშვების დროებით შეფარება სურს, იგივე შვილად აყვანა, ტექნიკური დეტალების მოგვარების კუთხით.

დღეს ჩვენი ჰოლდინგის სააგენტოს მისამართზე-www.geodigest.ge  სირიელი ჟურნალისტის ჰაბიქ სალეჰის საკონტაქტო დეტალებს გამოვაქვეყნებთ და ყველა დაინტერსებულ პირს, ვისაც სურს, რომ დროებით შეიფაროს ეს ბავშვები, შეუძლია, მას დაუკავშირდეს. უფრო დეტალურად შეეძლებათ გაარკვიონ, თუ  როგორი სახის კონკრეტული დახმარებების გაწევა შეუძლია ამ ჟურნალისტს. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ევროპიდან გვეკონტაქტება. ეს სირიელი ჟურნალისტი გერმანიაში ემიგრაციაში იმყოფება. ნებისმიერ ადამიანს, ევროპასა თუ საქართველოში მცხოვრებს შეეძლება მასთან უშუალო კონტაქტი. შემდეგ უკვე შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებით, კერძო ინიციატივებით, როგორც აღვნიშნე, ყველა დაინტერესებულ პირს მისი დახმარებით,  შეეძლება ამ ბავშვების  საქართველოში ჩამოყვანა.

მე როგორც ვიცი, აპრილში დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ბატონმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სირიიდან და ერაყიდან დევნილების მიმართ საქართველო ლიბერალურად არის განწყობილი. კერძო ინიციატივების შემთხვევაში, ეს ადამიანები თავად დაუკავშირდებიან დევნილთა სამინისტროს. მე კი, ასე ვთქვათ, სირიელ ჟურნალისტთან შუამავლის როლს შევასრულებ”, – განაცხადა რუსა გვაზავამ.

წყარო : http://reportiori.ge/

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here