თამაზ შიოშვილი: მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2017 -ის ტიტულს მიიღებს

0
3522

თამაზ შიოშვილი – პროფესორი, საქართველოს და ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. პერსონა 2017 – ზე მედიცინის განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის გახლავთ წარდგენილი

თამაზ შიოშვილის კარიერა და შრომითი პრაქტიკა 52 წელს ითვლის ამ ხნის მანძილძე მას უამრავ სამედიცინო ნაშრომში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1972 წელს ბატონმა თამაზმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ადგილობრივი ჰიპოთერმიის გამოყენება თირკმელზე ოპერაციების დროს”. ამ კომპლექსური შრომის შედეგად დადგინდა ჰიპოთერმიის ოპტიმალური რეჟიმი თირკმლის 2-საათიანი იშემიის დროს, შეიქმნა ორიგინალური “თირკმლის ადგილობრივი ჰიპოთერმიის აპარატი”, რომელიც დაპატენტებულია აშშ, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, დემონსტრირებულია სხვადასხვა  საერთაშორისო გამოფენაზე (ლონდონი, იზმირი, ბარსელონა, პლოვლივი, ხოშიმინი და სხვა) ხოლო 1982 წელს ლაიპციგის ბაზრობაზე დაჯილდოვებულია ოქროს მედლით. ამ ნაშრომით ფაქტობრივად დადგინდა, რომ ის უარყოფითი ცვლილებები, რომლებიც ვითარდება თირკმელში გადანერგვის შემდეგ და აქამდე განიხილებოდა როგორც იმუნური შეუთავსებლობის შედეგი, სინამდვილეში მეტ წილად განპირობებულია თირკმლის დენერვაციით და სავსებით რეალურია მათი თავიდან აცილება ტრანსპლანტატის ქირურგიული რეინერვაციის გზით.

ასევე აღსანიშნავია, რომ, ბატონ თამაზს  პირველად მსოფლიოში ნაწარმოები აქვს სათესლე ჯირკვლის წარმატებული რეპლანტაცია (აუტოჰემიკასტრაციის შემდეგ), საბჭოთა კავშირში და გდრ-ში პირველად მაქვს ჩატარებული სათესლე ჯირკვლის აუტოტრანსპლანტაცია მაღალი კრიპტორქიზმის დროს.

ბატონი თამაზი სხვადასხვა დროს მიწვეული იყო მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში.

თამაზ შიოშვილი დღეს წარმატებით ხელმძღვანელობს შპს “ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკა”

ბატონი თამაზის ხელმძღვანელობით დაცულია 9 საკანდიდატო, 1 სადოქტორო და 4 აკადემიური დოქტორის დისერტაცია.

გამოქვეყნებული აქვს 145 ნაშრომი, მათ შორის 40 პატენტით დაცული გამოგონება, 5 მონოგრაფია.

კლინიკაში ამჟამადაც მიმდინარეობს მეტად საინტერესო და პერსპექტიული ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით.

კლინიკა ჩართულია ექიმთა დიპლომ-შემდგომი დახელოვნების და რეზიდენტების მომზადების პროგრამაში უროლოგიის სპეციალობით.

მოამზადა თიკო შუშანაშვილმა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here