,,საქართველო ჯიუტად ისწრაფვის NATO-სკენ და პრეტენზიები აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“ – კრემლის ღია მესიჯი ლავროვის აფხაზეთში ვიზიტზე

0
609

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოკუპირებულ აფხაზეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ საელჩოს გახსნაში მიიღებს მონაწილეობას და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ვიზიტს განცხადებით ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ რუსეთი 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობით გახდა მისი დამოუკიდებლობის და მშვიდობიანი მომავლის გარანტი, შემდგომში კი ორმხრივი ურთიერთობა თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე განავითარა. ლავროვის უწყება საქართველოს საკითხსაც ეხება და აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ პრობლემად სწორედ მას ასახელებს:

„საქართველო განაგრძობს პრეტენზიის გამოთქმას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, უარს აცხადებს მოილაპარაკოს მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჯიუტად ისწრაფვის NATO-სკენ“-აღნიშნულია უწყების განცხადებაში. სწორედ ამ სიტუაციის შედეგად მიიჩნევს რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზისა არსებობას და საქართველოსთან ე.წ საზღვრის რუსი მესაზღვრეების მიერ გაკონტროლებას.

განცხადებაში საუბარია ჟენევის ფორმატში რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობაზეც.

„ჟენევაში რუსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები მოკავშირული სულისკვეთებით გამოდიან ერთიანი პოზიციით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა რეგიონის უსაფრთხოება, რაც გულისხმობს ძალის გამოყყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას. ასევე ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო არენაზე ქართველი დიპლომატების კონფრონტაციულ ნაბიჯებს და ნატოსთან თანამშრომლობის კონტექსტში საქართველოს მილიტარიზაციას“- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, ლავროვის სოხუმში ვიზიტი და აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დამატებით იმპულს მისცემს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს და გააძლიერებს ორი ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობას.

Read more: http://mpress.ge/2017/04/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90/#ixzz4edXGtVBU

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here