ვოლკერი: რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება

0
184

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერის შეფასებით,  რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება.

როგორც ვოლკერმა განმარტა, საქართველომ რეფორმების ჩატარება უნდა გააგრძელოს.

“ვფიქრობ, თქვენ უნდა იყოთ წარმატებული ქვეყანა, განახორციელოთ რეფორმები, გქონდეთ საუკეთესო უნივერისტეტები, ჯანდაცვა, ეკონომიკური ზრდა და ამის შემდეგ გახდებით მიმზიდველი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამჟამად, რუსეთს ისეთი პოზიცია უკავია, რომ სწრაფი ცვლილება შეიძლება ვერ დაინახოთ ამ მხრივ, მაგრამ რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება”, – განაცხადა მაკკეინის უნივერიტეტის წარმომადგენელმა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here