შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

0
517

შავი ზღვის  სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და 4 ბალამდე შტორმი.

„საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მივიღეთ შეტყობინება, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი 4 ბალამდე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. შესაბამისად, მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები ავღმართეთ წითელი ალმები საგანგებო სიტუაციების მართვის მფლობელობაში მყოფ ყველა საგუშაგოზე, ასევე სანაპირო ზოლზე, კოშკურაზე და ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება. ამ ფორმით ხდება მოქალაქეების გაფრთხილება, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
გარდა ამისა, რამდენიმე ენაზე ხმის გამაძლიერებლით აფრთხილებენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს, რომ  თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან, ვინაიდან ველოდებით შტორმს. აქედან გამომდინარე დროებით აკრძალული იქნება ზღვაში შესვლა და ვიდრე არ აღიმართება თეთრი ალმები ჩვენს საგუშაგოზე“,-აცხადებენ სააგენტოში.

 

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here