სერგი კაპანაძე: ამ დროს, თუ კი რამეა გამჭვირვალე, სწორედ ჩვენი დაფინანსებაა

0
154

ეს ორი დღეა, ყველა, ვისაც მე ვიცნობ ევროპული საქართველოს ლიდერებიდან, დაუმალავად გულშემატკივრობს მიშას უკრაინის ამბებში. ჩემი აზრით, ეს სწორია, რადგან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იდევნება როგორც აქ, ისე უკრაინაში. ამიტომ, მისი ამჟამინდელი ბრძოლა უკრაინაში სრულიად სამართლიანია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მიშას გზები გაყოფილია, ეს არ გვიშლის ხელს საღად შევაფასოთ მოვლენები და მის უკრაინულ იდისეას ვუგულშემატკივროთ.

პარალელურად, სამწუხაროდ, ასევე ბოლო ორი დღეა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი სატელიტი პოლიტიკოსები და მხარდამჭერები:
– ჩვეულებრივ ისტერიკაში არიან ევროპული საქართველოს ლიდერების წინააღმდეგ. განსაკუთრებით გიგიზე არიან აჭრილი. ეტყობა, რაღაც ინსტრუქცია მიიღეს…
– ტელევიზიებში შანსს არ უშვებენ, რომ ისევ ჩვენ არ წაგვკბინონ… ამხელა რაღაცა მოხდა უკრაინაში და იმაზე ფოკუსირდით არ გინდათ? ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლა ვნახე ენმ-ის ერთი ლიდერის და დროის 70% ჩვენზე ილაპარაკა. ამაზრზენი მოსასმენი იყო, უნდა ვაღიარო.
– წევენ სრულიად ახალ, და ყურით მოთრეულ თემას ჩვენი დაფინანსების შესახებ. ამ დროს, თუ კი რამეა გამჭვირვალე სწორედ ჩვენი დაფინანსებაა. ზედმიწევნით შეგიძლიათ ნახოთ ვინ რამდენი შემოგვწირა. სულ ტყუილად ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, იმიტომ რომ ის იქ უბრალოდ არ არის. 🙂)
– უვარდებიან აქციებზე ჩვენს კანდიდატებს. მაგალითად, იხილეთ დღეს ზუგდიდში რაც მოხდა.

ჰოდა, მეგობრებო, ყოფილნო, და ჯერ კიდევ არსებულნო, მეტი საქმე არ გაქვთ? სულ აგერიათ ვექტორი?

ხომ არ დაგავიწყდათ ვინ არის ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგე? ვის უნდა ებრძოლოთ?

საქმეს მიხედეთ!

 

 

სერგი კაპანაძე

 

ფეისბუქ-სტატუსი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here