სააკაშვილსაც გაუჭირდება დაიხიოს უკან და საკუთარი თავი ისევ ქართველი და არა უკრაინელ პოლიტიკოსად გადაირქვას

0
172

ბატონი მ.სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე დღეს უკრაინისთვის უფრო ბევრი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე საქართველოსთვის. თუმცა მისი უკრაინაში დატოვების შემთხვევაში მისი წარმატება გარკვეულწილად მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუნდაც მისი წარმომავლობის გამო. თუმცა უკრაინის საზოგადოებას დღეს ძალიან სჭირდება რეფორმები, რომელიც საქართველომ გაიარა 2003 წლიდან მოყოლებული.

საქართველოში, როგორც პოლიტიკოსმა ბატონმა მ.სააკაშვილმა უნდა ჩამოიტანოს პოლიტიკური ხედვა, ახალი, ძლიერი, რომელიც გადაფარავს წარსულ ლაქებს და საზოგადოებას დაანახებს ახალ გაცილებით დიდ მომავალს, რაც ამ პირობებში, როგორც საგარეო ისე საშინაო თვალსაზრისით, საკმაოდ ძნელ ამოცანად ისახება.

შესაბამისად, პრეზიდენტ მ.სააკაშვილის დაკავებით და საქართველოსთვის გადმოცემით ბატონი პ.პოროშენკო ყველაზე მეტად დაასუსტებს ამ პოლიტიკურ ფიგურას. ჩამოაშორებს უკრაინას და ბუნდოვანს გახდის მის მომავალს საკუთარ სამშობლოში. თავისმხრივ, ბატონ მ.სააკაშვილსაც გაუჭირდება დაიხიოს უკან და საკუთარი თავი ისევ ქართველი და არა უკრაინელ პოლიტიკოსად გადაირქვას.

ამ თვალსაზრისით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა “ოპოზიციონერი” ბატონი მ.სააკაშვილი დარჩენილიყო უკრაინაში და უკრაინის რეფორმირებაში შეეტანა წვლილი… მაგრამ ასეთი განვითარება უკვე საკმაოდ ხელოვნურ ელფერს მიიღებს და ძნელი წარმოსადგენია, თუმცა მაინც სხვა განვითარებასთან შედარებით სასურველი.

 

დავით ჩხეიძე

 

ფეისბუქ-სტატუსი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here