როცა რამდენიმე ენაზე ნათარგმნი შენი ლექსებით ამაყობ… …და მერე ტაქსის მძღოლობას იწყებ, არც ვიხუმრო?

0
58

ჭოლა წულაძემ მზარეულობა რომ დაიწყოს – ვიღადავებ.
თამრიკო ჭოხონელიძემ სტილისტობა რომ დაიწყოს – ვიღადავებ.
ნინელი ჭანკვეტაძემ ყველით ვაჭრობა რომ დაიწყოს – ვიღადავებ.
არა იმიტომ, რომ რომელიმე ამ საქმიანობიდან ან ზოგადად ფიზიკური შრომა სასირცხვილოა. დამიჯერეთ, ამით ვერავინ გამაკვირვებს.
ეს იმის პასუხად, ზოგს დეფის მიმართ ხუმრობა ზოგადად შრომაზე ამრეზად რომ ეჩვენა.
როცა თანამედროვე ქართული პოეზიის უგვირგვინო მეფედ თვლი თავს…
როცა უცხოურ პრემიებზე მიყვები..
როცა რამდენიმე ენაზე ნათარგმნი შენი ლექსებით ამაყობ…
…და მერე ტაქსის მძღოლობას იწყებ, არც ვიხუმრო?
ვინ დევნიდა? ვინ დაუწვა ტირაჟი? ვინ აღუძრა საქმე? მერამდენე შემთხვევაა, გამოგონილი დევნის საბაბით ამერიკული ან ევროპული პასპორტის მიღებას რომ ჩალიჩობენ? ოჯახის გადარჩენა იყო ნახსენები და თუ გადასარჩენია, პირველი სად გარბიხარ?! ადამიანურად მეცოდება, მაგრამ…
ვერაფრით წარმოვიდგინე ტიციან ტაბიძე, ტერენტი გრანელი, პაოლო იაშვილი ტაქსის მძღოლად…

 

გიორგი ნოზაძე

ფეისბუქ-სტატუსი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here