მამა petre: ორჯერ დაბადება არ მეყოფა, სათითაოდ რომ ჩამოგიაროთ და მადლობა გითხრათ

0
115

ორჯერ დაბადება არ მეყოფა, სათითაოდ რომ ჩამოგიაროთ და მადლობა გითხრათ… მიუხედავად იმისა, რომ მართლა მეორედ დავიბადე, ალბათ, მადლობის სიაში ვინმე მაინც გამომრჩება… ისიც ვიცი, მადლობისთვის არავინ შეწუხებულა, მაგრამ განახლებულ გულს უნდა იყვიროს ,,მადლობა”…
წლების მანძილზე, მხოლოდ შეტევის მოლოდინი მქონდა. დაუჯერებელია, მაგრამ ეს მოლოდინი სამუდამოდ გაქრა… ახლა კი, თქვენთან შეხვედრის მოლოდინი მიჩქარებს გულს… ჩქაროსნული დაიძრა და ხმა უფრო და უფრო მიახლოვდება…
ღმერთს ვთხოვ, მხოლოდ თქვენ მსახურად დამაყენოს დარჩენილი ცხოვრება…
ადამიანები ერთნამეთისთვის სამოთხე ვართ, გულწრფელი და თბილი ღიმილი სამოთხის მზეა, რომელიც მაცხოვრის შობის დღესასწაულივით ათბობს ზამთრის სუსხს…
რამდენიც ხართ, იმდენი მადლობა… გამოდის, რომ მილიონი მადლობა!.. ჩვენს გვერდით ავს და ბოროტს არ დაედგომება… ჩვენ არ გვშურს, არ გვძულს… ჩვენ გვიყვარს, გვიყვარს, გვიყვარს… არ ვკითხულობთ, ვინმე ღირსია თუ არა სიყვარულის, რადგან როცა გიყვარს, კარგად ხარ, მშვიდად ხარ, ღმერთს გრძნობ…
თქვენგან რამდენი რამ ვისწავლე… პირველ რიგში ის, რომ შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და სასწაულად გიყვარდეს… უამრავს ,,უცნობი” ვუყვარვარ, მაგრამ ეს მათი ნიჭის დამსახურებაა… მოვინდომებ, უფრო მეტი ვისწავლო თქვენგან, ჩემი წინამძღვრისგან…. მამა Seraphime თავზე ხელს არასდროს გადაგისვამს, არასდროს დაგიყვავებს… ის ბევრს არ საუბრობს, უსიტყვოდ გეხმარება და გეხიდება… მისი ასეთი ბუნება სვეტიცხოვლის ძალასავით მჭირდება… ცხარე ცრემლებით ვტირი, უფლის კვართთან ლოცვა ისე მენატრება… ნუ დაკარგავთ დროს, ხშირად ესტუმრეთ ამ ტაძარს, დანარჩენს იგრძნობთ და მიხვდებით…
ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ლ ა მ დ ე !..

 

მამა პეტრე

ფეისბუქ-სტატუსი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here