მერაბ ხალვაში პეროსნა 2017 – ზე რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დასახელდა

0
157

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პერსონა 2017 – ზე რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არის წარდგენილი, მერაბ ხალვაში გახლავთ ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ანტიკური და ადრებიზანტიური ხანის ქალაქებისა და საქალაქო ცხობრების კვლევა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, იგი გახლავთ სხვადასხვა სახის საერთასორისო სამეცნიერო და არქეოლოგიური საბჭოს წევრი და პროექტების მონაწილე.
მერაბ ხალვაში ბათუმელებმა და აჭარის მოსახლეობის მკვიდრმა ერთხმად დაასახელეს პერსონა 2017 -ის ნომინანტად განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იგი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმატებულად ხელმძღვანელობს, თუმცა მან აქამდე სამეცნიერო და განათლების მიმართულების სხვადასხვა სფეროებში წამყვან პოზიციებზე აქვს გამოცდილება მიღებული.
შეგახსენებთ , რომ პერსონა 2017 22 დეკემბერს ქალაქ თბილისში გამოვლინდება, თუმცა მანამდე პროექტს ბათუმი მასპინძლობს და წლის პერსონების შემაჯამებელი ღონისძიება აჭარის ეთნოგრაფიულ მუზეუმ ბორჯღალოში 2017 წლის სამ სექტემბერს გაიმართება, რომელიც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას მიეძღვნება.

მოამზადა თიკო შუშანაშვილმა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here